რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 1 159 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 235 057-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 40 096-ით გაიზარდა და 8 392 697-ს მიაღწია.
გამოვლენილი ახალი შემთხვევების მიხედვით ეს მაჩვენებელი რეკორდული გახდა.
რუსეთში კორონავირუსისგან 7 272 053 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კომენტარები