რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 820 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 179 243-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 19 630-ით გაიზარდა და 6 824 540-ს მიაღწია.
რუსეთში კორონავირუსისგან 6 092 818 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კომენტარები