• რეკლამა
  • კონტაქტი
12:18, ხუთშაბათი, 23 მარტი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რუსეთში ამის გამო დიდი პანიკაა, ნატო–მ ომი გამოგვიცხდაო“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
18:31 02-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,983

ლევან ჯავახიშვილი  

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძე:

– თითქოს ისე ჩანს, ამერიკა და დასავლეთ  ევროპის ძლიერი ქვეყნები გაჭიანურებით, დაგვიანებით აძლევენ შეიარაღებას უკრაინას, აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის  ქვეყნები უფრო დროულად. ასეა თუ მე მეჩვენება?

– მნიშვნელოვანი პროცედურებია იარაღის მიწოდებისას, ბევრი ჩინოვნიკური ბარიერია გადასალახი. სამხედრო თვალსაზრისით, რაც უფრო ძლიერია სახელმწიფო, მით უფრი მეტი საკანონმდებლო და სხვა სახის ბარიერი აქვს, როდესაც უცხო ქვეყნის სამხედრო დახმარებას ეხება საქმე. ეს ჩამკეტები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ნაკლებია და მერე, ერთი მომენტია – იმ ქვეყნებს, ვისაც საბჭოთა შეიარაღება ჰქონდა, ამერიკამ მოუწოდა, მიეცით უკრაინას  რისი შესაძლებლობაც გაქვთ და უკეთეს, თანმედროვე ანალოგიებს მე მოგცემთო. მოკლედ, აღმოსავლეთ ევროპისა და სხვა  ქვეყანები მოძველებულ იარაღს ახალში სცვლიან და თან უკრაინას ეხმარებიან. ესეც  აჩქარებს უკრაინის დახმარებას. არა, არ გეჩვენება, ნამდვილად ასეა საქმე. ახლა ამერიკა სერიოზულ სამხედრო დახმერებას უწევს უკრაინას,  დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიც და რაც მთავარია, ამერიკამ უკრაინა დაარწმუნა, ვიდრე სრულად არ მიიღებს ამ შეირაღებას, არ გადავიდეს კონტრშეტევაზე, იყოს თავდაცვის რეჟიმში. ხერსონზე კონტრშეტევის გადადების ერთ–ერთი მიზეზი ეს არის, რუსეთი ახლა ნახევრმილიონიან  არმიას ამზადებს. ვფიქრობ, უკრაინას კი ცოცხალი ძალა უკვე უჭირს.  უკრაინელმა ჟურნალისტმა, დიმიტრი გორდონმა განაცხადა, რომ უკრაინაში დარჩენილია 30–35 მილიონი ადამიანი. აქედან რამდენია ბრძოლის უნარიანი მამაკაცი? ეს აქვთ დასათვლელი უკრაინელებს. შეადარე მერე 140 მილიონიანი რუსეთის ცოცხალ ძალას. კი, ერთ ზუსტად ნასროლ რაკეტას, ერთ ბომბს ასეულობით ჯარისკაცის მოკვლა შეუძლია, მაგრამ ამაშიც, ჯერჯერობით, რუსეთისაა უპირატესობა. მერე, უკრაინას დიდი დრო დასჭირდა, რომ უცხოეთიდან მოწოდებულ სამხედრო  ტექნიკა, ტანკები, ჯავშანმანქანები, თავდაცვის სისტემები, „ჰაიმერსები“ და ბევრი სხვა მის ჯარისკაცებს აეთვისებინათ. კიდევ მეტი დრო დასჭირდებათ იმ სამხედრო საშუალებების  ასათვისებლად, რასაც ახლა გადასცემენ. ამერიკა „აბრამსის“ ტიპის ტანკებს აძლევს და 8–9 თვე უნდა, რომ ეს ტანკი პროფესიონალურად მართო. აქ მთავარი ის არის, რომ ვერც ერთი მხარე ვერ მისცემს თავს დამარცხების უფლებას. ბოლომდე იბრძოლებენ, საბოლოო განადგურებამდე. გამოჩნდება, რა იქნება გადამწყვეტი, ადამიანური რესურსი თუ სამხედრო ტექნოლოგიები. სოლედარსა და ბახმუტში მთავარი ცოცხალი ძალა გამოდგა.  ისტორია გვიჩვენებს, რომ 5–6 მილიონიანი ისრაელი, თავის დროზე 100 მილიონიან არაბულ სამყაროს დაუპირისპირდა, ომებს უგებდა, ამარცხებდა. 70 მილიონი მარტო ეგვიპტე იყო. დღეს მაინც თანამდეროვე სამხედრო ტექნოლოგიებია გადამწყვეტი, რასაც ამერიკა აძლევს უკრაინას. ადრეც ვთქვი, რომ რუსეთის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მთელი მსოფლიო დაიპირისპირა, ნეიტრალური ქვეყნებიც ეხმარებიან უკრაინას და რასაც შვეიცარია აკეთებს, იმას ვერ წარმოვიდგენდი – სიმბოლურ ფასად უნდა მიჰყიდოს „ლეოპარდის“ ტიპის ტანკები პოლონეთს, სლოვაკეთს და ჩეხეთს და  მერე ისინი გადასცემენ უკრაინას. შვეიცარია, რეალურად, ეხმარება უკრაინას, მაგრამ ნეიტრალიტეტს არ არღვევს, თვითონ არ ეხმარება, ტანკებს შვეიცარია არ აძლევს უკრაინას. ამას მოფიქრება არ უნდა? ვინც იარაღით არ ან ვერ ეხმარება, ის ქვეყნები ფულით ეხმრებიან და  სხვა საჭიროებების გარდა, იარაღსაც ყიდულობს უკრაინა.  ფ–16 ტიპის  თვითმფრინავების გადაცემას სთხოვს ამერიკას ზელენსკი. ამერიკა უარზე არ არის, მაგრამ მფრინავების მომზადებას 4–5  წელი სჭირდება. გაგრძელდება ამდენ ხანს ომი? აქვს აზრი ამ ბომბდამშენების მიცემას? ეს არის გასარკვევი. თუმცა, უკრაინელი მფრინავები ამერიკაში არიან და ფ–16–ს ითვისებენ. ლოგიკურად გამოდის, ამერიკა არ გამორიცხავს, რომ ომი ამდენ ხანს გაგრძელდეს. ორი პრობლემა აქვს უკრაინას–ცოცხალი ძალა და უცხოეთიდან მიღებული და შეპირებული სამხედრო ტექნიკის ათვისება მათი სპეციალისტების მიერ, ანუ დრო. რუსეთმა ამასობაში დაიწყო შეტევა დონეცკში. უკრაინის გენშტაბის უფროსს, ვალერი ზალუჟნის ევროპელები და ამერიკელები დღევანდელი მსოფლიოს საუკეთესო სტრატეგად და მთავარსარდლად მიიჩნევენ. ეს კაცი ამბობს, 700 ქვეითა ჯავშანმანქანა, ახლა სამასამდე ჰყავს უკრაინას. 400 ტანკი მჭირდებაო, ამბობს ზალუჟნი და  კიდევ ჰაერიდან დაცვა. ეს ნიშნავს, ეს ყველაფერი თუ არ მიაწოდეს უკრაინას, ომს ვერ მოიგებს. დასავლეთს სხვა გზა არ აქვს, ეს ყველაფერი უნდა მიაწოდოს. კი, ეტაპობრივად, მაგრამ მიაწვდიან. რაც მთავარია, ამერიკამ უკვე გადაწყვიტა ახალი, ზეზუსტი რაკეტების გადაცემა, რომლებიც 150 კილომეტრზე ანადგურებს სამიზნეს. 20 სანტიმეტრიანი რაკეტაა და საშინელი დამანგრევველი ძალა აქვს. ერთ რაკეტას შეუძლია  რკინა–ბეტონის 90 სანტიმეტრიანი წინაღობა გაარღვიოს. თითქმის ნებისმიერი რუსული სამხედრო ობიექტის გარღვევა შეუძლია, მით უმეტეს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზეა განლაგებული. აცდენა აქვს  1 მეტრი და „ჰაიმერსის“  სისტემებიდან შეუძლიათ გაისროლონ  ეს რაკეტა უკრაინალებმა. ეს ნიშნავს, უკრაინელებს უკვე შეუძლიათ, მისწვდნენ რუსულ ქალაქებს – ვორონეჟს, კურსკს, ბელგოროდს თავისთავად და პრაქტიკულად, ნახევარ რუსეთს. ცხადია, ეს გარდატეხას შეიტანს ომის მსვლელობაში. ყირიმს მისწვდებიან, რა თქმა უნდა. რუსეთში ამის გამო დიდი პანიკაა, ნატო–მ ომი გამოგვიცხდაო. პუტინი კი ისევ ალაპარაკდა ატომური ბომბის გამოყენებაზე.

– ირანის სამხედრო ობიექტების ისრაელის მიერ დაბომბვაზე რას იტყვით?

– ჯერ რუსეთზე ვთქვათ, რა შედეგი მიიღო ამ ფაქტიდან. პუტინი გამოვიდა და დაგმო ისრაელის ქმედება, მხარი ირანს დაუჭირა, რომელიც მას „კამიკაძე–დრონებს“ აძლევდა. ამით, პუტინმა ისრაელის პრემიერ–მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გადაიკიდა. არადა, ნეთანიაჰუ პუტინის მეგობარი იყო. იმდენად ახლო იყო მასთან, პრორუსს ეძახდნენ. ახლა ნეთანიაჰუმ განაცხადა, ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ, რომ  საჰაერო თავდაცვის სისტემა, „რკინის გუმბათი“ გადავცეთ უკრაინასო. მას ანალოგი არ აქვს მსოფლიოში. კულუარებიდან კი ჟონავს ინფორმაცია, რომ „რკინის გუმბათის“ გადაცემა უკვე გადაწვეტილი აქვს ისრაელს. რუსეთი კი ვეღარც დრონებს მიიღებს ირანისგან, რადგან ისრაელის მიერ დაბომბილი ობიექტებიდან, ერთ–ერთი ამ დრონების მწარმოებელი სამხედრო ქარხანა იყო. კი, აღადგენენ ამ ქარხანას ირანელები და კიდევ გადასცემენ დრონებს რუსეთს, მაგრამ ეს გვიან იქნება, რუსეთს კი ეს დრონები ახლა სჭირდება. რუსეთის მთელი პოლიტ–ელიტა, ექსპერტები ერთ მესიჯს ატრიალებენ – ისრაელმა იმიტომ დაბომბა ირანის  დრონების ქარხანა, რომ  რუსეთს აწვდიდაო. ამ დრონებით ირანს ისრაელის დაბომბვაც რომ შეეძლო და ისრაელმა, პირველ რიგში, თავისი საქმე გაკეთა, ამაზე რატომღაც ხმას არ იღებენ. მთავარია, პუტინის სულელური განცხადება გაამართლონ უფრო სულელური განცხდებებით. „რკინის გუმბათის“ გადაცემა უკრაინისთვის იმას ნიშნავს, რომ ის სრულად დაიცავს კიევის ცას. ახლა ერთი სერიოზული ამბავიც მოხდა. ვინაიდან, უკრაინას შეიძლება შეექმნას ცოცხალი ძალის რაოდენობის პრობლემა, პოლონეთიდან ათასობით მოხალისე აპირებს წასვლას უკრაინაში საომრად. ამაში პოლონეთის მთავრობაც ჩართულია, მაგრამ რუსეთი ამას ვერ დაამტკიცებს. ეს თუ დაამტკიცა, პოლონეთი ნატო–ს წევრია და გამოვა, რუსეთს ნატო ებრძვის, ნატო–მ  კი თავისი წესდების  მე–5  მუხლი უნდა აამოქმედოს და ნატო–ს წევრი ყველა ქვეყანა პოლონეთს დაეხმაროს, რუსეთს ეომოს. ცხადია, ამაზე ნატო არ წავა, პოლონეთი ისე გაკეთებს, როგორც დაგეგმილი აქვს. არ არის გამორიცხული, იგივე გააკეთონ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, რუმინეთმა, უნგრეთმა… ეს დიდი პრობლემა იქნება რუსეთისთვის, რადგან ეს პოლონელი მოხალისეები, რეალურად კარგად გაწვრთნილი თადარიგის ოფიცრები არიან. სავარაუდოდ, მათ შორის პოლონეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებიც იქნებიან, რომლებიც ოფიციალურად უკვე ამორიცხულები იქნებიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან. ეს ხალხი შესაფერისი აღჭურვილობით ჩავა უკრაინაში, მართლა მოხლისეები ხომ არ არიან. ამას მალე დაემატება ის 10 000 უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც რამშტაინის, პოლონეთის, ბრიტანეთის, ამერიკის სამხედრო ბაზებზე გადიოდნენ წვრთნებს ნატო–ს  სტანდარტებით და ნატო–ს ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით. ამ ჯარისკაცთა ნაწილი უკვე უკრაინაშია.  ბრიტანეთსაც მივწვდეთ. ახალი პრემიერ–მინისტრი, ინდუსი რიში სუნაკი არ გამოადგათ ბრიტანელებს და ამას ხალხი ამბობს. 3 თვე გავიდა სუნაკის არჩევიდან და ჯერ ერთი წინასაარჩევნო  დაპირება არ შეუსრულებიაო. ვფიქრობ, სუნაკი გადადგება, ბრიტანელებს დიდხანს ლოდინი არ უყვართ და  ბრიტანეთის ისტორიში უკვე 98 პრემიერია ვადაზე ადრე გადამდგარი. სუნაკის გადადგომის შემთხვევაში, პრემიერობის ყველაზე  კარგი შანსი აქვს ისევ ბორის ჯონსონს. თუ ჯონსონი პრემიერად დაბრუნდა, ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარება ისევ ძველებურად გაიზრდება. მოკლედ, წინ მნიშვნელოვანი მოვლენები და უკრაინაში  დიდი ბრძოლები გველის და ვნახოთ, რა და როგორ მოხდება. ერთი რასაც გადაჭრით ყველა აღიარებს, ამ ომის წაგება რუსეთისთვის იქნება კატასტროფა, პუტინისთვის არა მარტო პოლიტიკური, ალბათ, ფიზიკური სიკვდილიც. ატომური ბომბით იმიტომ იმუქრება რუსეთი. რუსეთი არ შეეგუება ბალტიის ზღვის დაკარგვას, რაც შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მოჰყვება და ეს შეიძლება წელსვე მოხდეს. პეტრე პირველი რატომ ჰყვთ რუსებს ხატად და სალოცავად? იმიტომ, რომ ბალტიის ზღვაზე გაჭრა გასასვლელი, მოიგო პოლტავის ბრძოლა, შვედები დაამარცხა და ეს იყო  რუსეთის პირველი  ფანჯარა  პირდაპირ ევროპაში. მერე სტალინმა წაართვა ფინეთს ტერიტორიები და ცხადია, ბალტიის ზღვის ნაწილი. ახლა ამ ორივეს დაკარგვას პუტინს არავინ აპატიებს, ცოცხლად შეჭამენ რუსები და ამას მისი გარემოცვა გააკეთებს. თურქეთი  შვედეთს და ფინეთს ბლოკავს  ნატო–ში,  მაგრამ ეს საკითხიც გადაიჭრება. გაისად, 14 მაისს, თურქეთის პრეზიდენტს,  ერდოღანს არჩევნები აქვს და უკვე ღიად აცხადებენ ექსპერტები, რომ ერდოღანი გაყალბების გარეშე ვერ მოიგებს არჩევნებს. იგივე ექსპერტები აცხადებენ, რომ თუ ევროპა და ამერიკა არ  აღიარებენ არჩევნებს, ერდოღანს პრეზიდენტის პოსტის დატოვება მოუწევს, თუ გაყალბებული არჩევნებით დააპირა პრეზიდენტად დარჩენა, მაშინ დიდი არეულობა დაიწყება  თურქეთში. აქ   უკვე გამოსავალიც მოიძებნა. ამერიკა და ევროპა აღიარებენ ერდოღანის გაყალბებულ არჩევნებს და ეს გაიცვლება  შვედეთისა და ფინეთის ნატო–ში გაწევრიანებაზე. ერდოღანი არ დაბლოკავს  მათ ნატო–ში იმ მიზეზით, რომ ამ ქვეყნებმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს  იმ პირებს,რომელებიც  თურქეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრები არიან  და მათზე თურქეთში ძებნაა გამოცხადებული. მართალია, მადრიდის ნატო–ს სამიტზე გაფორმდა მემორანდუმი, სადაც თურქეთმა, შვედეთმა და  ფინეთმა ორმხრივი ვალდებულებები აიღეს და თურქეთი მათ ნატო–ში გაწევრიანებას კონკრეტული დათქმებით დასთანხმდა. თუმცა, ერდოღანი  ახლა ისევ აცხადებს, რომ  ეს საკითხი ჯერ არ  არის გადაჭრილი. როგორც ჩანს, ერდოღანი მართლა ვაჭრობს ევროპასთან და ამერიკასთან, ექსპერტები მართლები არიან, „გაუპრავებენ“ გაყალბებულ არჩევნებს ერდოღანს და შვედეთი და თურქეთი შევლენ ნატო–ში. რას ვიზამთ, ასეთი  და უარესი ამბებიც ხდება დიდ პოლიტიკაში.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როდიდან გახდება მანქანის დაზღვევა სავალდებულო და რამდენით მოიმატებს ტექდათვალიერების ფასი?!
ახალი ამბები

ფიზიკური პირი პირველივე ჯერზე, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, 100 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული – 200 ლარით – რა კანონი მზადდება მძღოლებისთვის?!

18:41 03-22-2023
ახლა ამერიკიდან იქნება სერიოზული ფინანსური და სხვა სახის დახმარებები… თუ ივანიშვილი რუსეთის დავალებებს ასრულებდა, სანქციებს დაუწესებენ – სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

„იმის თქმა, რომ რუსეთს უახლოეს მომავალში ფული გამოელევა, რუსეთი დაიმშევა, არასერიოზულია“ – სოსო ცინცაძე

16:42 03-22-2023
ჩვენ მხარს დავუჭერთ ირაკლი კობახიძის კანდიდატურას – ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები

„ვერ ხედავთ ეს ორი ავ–ირაკლი, ღარიბაშვილი და კობახიძე რას კადრულობენ?“ – გიორგი გუგავა

19:24 03-17-2023
„მტერი როცა პანიკაშია, მას არ უნდა მისცე აზრზე მოსვლის საშუალება, უნდა შეუტიო – ეს დასავლეთმა კარგად იცის და გამოიყენებს“ – სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

„მმართველი პარტიის ლიდერები, ჩვენი ჩინოვნიკები პროდასავლურები არიან…“ – რას ყვება სოსო ცინცაძე?

16:02 03-17-2023

ბიზნესი

#ერთადმოვდივართ – „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ დაარსებიდან 9 წელი აღნიშნა
ბიზნესი

#ერთადმოვდივართ – „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ დაარსებიდან 9 წელი აღნიშნა

14:51 03-22-2023
გიორგი ცქვიტარიამ თიბისისთან პარტნიორობით ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხანწკში თხილის გადამამუშავებელი ქარხანა გახსნა
ახალი ამბები

გიორგი ცქვიტარიამ თიბისისთან პარტნიორობით ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხანწკში თხილის გადამამუშავებელი ქარხანა გახსნა

14:01 03-22-2023
„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ხელსაყრელ პროდუქტებს განახლებული პირობებით  სთავაზობს
ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ხელსაყრელ პროდუქტებს განახლებული პირობებით სთავაზობს

12:10 03-21-2023
სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი ბეთლაივის ბრენდ ამბასადორები გახდნენ
ახალი ამბები

სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი ბეთლაივის ბრენდ ამბასადორები გახდნენ

18:31 03-20-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved