• რეკლამა
  • კონტაქტი
03:09, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთში ახალი ნარკოტიკები ჩნდება, ის აუცილებლად გაჩნდება საქართველოს “შავ ბაზარზეც” – ზურა სიხარულიძე

ალია ავტორი - ალია
11:52 09-05-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,211

არკოლოგ ზურა სიხარულის ინფორმაციით, რუსეთში ახალი ნარკოტიკები გამოჩნდა, რომელიც გაზრდილი მიგრაციის ფონზე აუცილებლად გაჩნდება საქართველოს ე.წ. შავ ბაზარზეც.

სიხარულიძის თქმით, საუბარი აღარ არის მხოლოდ ჰეროინზე, მეტადონზე, ამფეტამინზე ან მეფედრონზე, არამედ საუბარია უფრო საშიშ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე

“ნიტაზენები, ახალი სინთეზური ოპიოიდები, ახალი თაობის სინთეზური კათინონები („სოლები“) და სინთეზური კანაბინოიდები. ეს ნივთიერებები ხშირად არც კი იყიდება თავისი ნამდვილი სახელით და ადამიანმა არც იცის რას იღებს” – წერს სოციალურ ქსელში ნარკოლოგი და საქართველოს ხელისუფლებისგან ნარკოპოლიტიკის შეცვლას მოითხოვს.

რუსეთში ახალი ნარკოტიკები ჩნდება. საქართველო კი ისევ გუშინდელი ნარკოპოლიტიკით ცხოვრობს. და რუსეთში ან შუა აზაიში გაჩენილი ახალი ნარკოტიკი აუცილებლად გაჩნდება ჩვენ  შავ ბაზარზე – ეს კიდე უფრო მძიმდება ასეთი გაზრდილი მიგრაციის ფონზე ნარკობაზარი ყოველდღიურად იცვლება.
დღეს საუბარი აღარ არის მხოლოდ ჰეროინზე, მეტადონზე, ამფეტამინზე ან მეფედრონზე.
მსოფლიოში სწრაფად ჩნდება ახალი, ხშირად გაცილებით საშიში ფსიქოაქტიური ნივთიერებები — ნიტაზენები, ახალი სინთეზური ოპიოიდები, ახალი თაობის სინთეზური კათინონები („სოლები“) და სინთეზური კანაბინოიდები.
ეს ნივთიერებები ხშირად არც კი იყიდება თავისი ნამდვილი სახელით.
ადამიანმა შეიძლება საერთოდ არ იცოდეს, რას იღებს.
შეიძლება ფიქრობდეს, რომ ყიდულობს ერთ ნივთიერებას და სინამდვილეში სრულიად სხვა, ბევრად უფრო ძლიერ და ტოქსიკურ ნივთიერებას იღებდეს.
განსაკუთრებით საშიშია ნიტაზენების ჯგუფი — ძლიერი სინთეზური ოპიოიდები, რომელთა აღმოჩენა ზოგჯერ სტანდარტული ტესტებითაც რთულია.
და კითხვა არის:
საქართველო მზად არის ამისთვის?
სამწუხაროდ — არა.
ჩვენთან სახელმწიფო ყოველდღე გვიყვება, რამდენი ნარკოტიკი ამოიღო და რამდენი ადამიანი დააკავა.
მაგრამ სად არის:
❗ ახალი ნივთიერებების ადრეული გამოვლენის სისტემა?
❗ ტოქსიკოლოგიური მონიტორინგი?
❗ რეალური ეპიდემიოლოგიური მონაცემები?
❗ დროული გაფრთხილება ექიმებისთვის და საზოგადოებისთვის?
❗ გაფართოებული ზიანის შემცირების პროგრამები?
❗ ნალოქსონის ხელმისაწვდომობის გაძლიერება?
ნარკოტრაფიკი მხოლოდ დაჭერებით არ გაჩერდება.
რაც უფრო იცვლება ბაზარი, მით უფრო სწრაფად ჩნდება ახალი ნივთიერებები.
ერთი ნივთიერება გაქრება — მეორე გამოჩნდება.
ერთ დილერს დაიჭერ — მის ადგილს სხვა დაიკავებს.
მაგრამ თუ სახელმწიფოს არ აქვს ადრეული გაფრთხილების სისტემა, ლაბორატორიული შესაძლებლობები, თანამედროვე მონიტორინგი და ზიანის შემცირების ეფექტური ქსელი, მაშინ ახალი ნარკოტიკების შესახებ მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როდესაც ადამიანები უკვე საავადმყოფოებში ან სასწრაფო დახმარების განყოფილებებში აღმოჩნდებიან.
ან კიდევ უფრო გვიან.
როდესაც ადამიანები უკვე დაიღუპებიან.
ნარკოპოლიტიკა არ უნდა იყოს მხოლოდ:
„ამოვიღეთ“, „დავაკავეთ“, „დავიჭირეთ“.
ნარკოპოლიტიკა პირველ რიგში უნდა პასუხობდეს კითხვას:
როგორ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე?
ნარკობაზარი უკვე 2026 წელშია.
საქართველოს ნარკოპოლიტიკა კი ჯერ კიდევ წარსულში ცხოვრობს.
დროა შევცვალოთ რეჟიმი.
დროა შევცვალოთ ნარკოპოლიტიკა”. – წერს ზურა სიხარულიძე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved