• რეკლამა
  • კონტაქტი
23:54, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთში 2004 წელს მოკლული ჟურნალისტის ნეშტი იპოვეს, იგი შსს-ს პოლკოვნიკმა მოკლა

ალია ავტორი - ალია
20:11 12-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
266

მიმდინარე წლის 25 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგის მახლობლად სამართალდამცავებმა 2004 წელს გაუჩინარებული ჟურნალისტის, მაქსიმ მაქსიმოვის ნეშტი აღმოაჩინეს.

მაქსიმ მაქსიმოვი გამომძიებელი-ჟურნალისტი იყო, რომელიც 2004 წლის 29 ივნისს გაუჩინარდა, მის გაქრობის შესახებ ცნობილი მხოლოდ 7 ივლისს გახდა, ვინაიდან მაქსიმოვი მარტო ცხოვრობდა და სამსახურში თავისუფალი გრაფიკით მუშაობდა.

საქმეს პარალელურად სამართალდამცავები და ჟურნალისტები იძიებდნენ.

გაუჩინარებამდე 3 კვირით ადრე მაქსიმოვმა ძველი სამსახურის რედაქტორს ელექტრონული წერილი 2003 წელს გამოძიებული საქმის დეტალები გაუგზავნა, ჟურნალისტის თქმით, ახალ სამსახურში სტატიის გამოქვეყნებაზე ორჭოფობდნენ, ამიტომ ძველ რედაქტორს შესთავაზა გამოძიების დეტალები ანონიმურად გამოექვეყნებინათ.

მაქსიმოვის გამოძიების მიხედვით, იმ დროს მილიციის ვიცეპოლკოვნიკმა, მიხაილ სმირნოვმა საქმის გამოძიებისას ეჭვმიტანილის მერსედესის მარკის ავტომობილი მიისაკუთრა და შემდეგ $5000-ად გაყიდა.

გაუჩინარებული ჟურნალისტის სხვა საქმეებთან შედარებით სმირნოვის მაქინაცია იმ დროის რუსეთში წვრილმან დანაშაულად ითვლებოდა და ჟურნალისტებმა სტატიას თავდაპირველად ყურადღებად არ მიაქციეს, თუმცა ცოტა ხანში გაირკვა, რომ გაუჩინარების დღეს მაქსიმოვს ჟურნალისტმა ანდრეი ისაევმა დაურეკა და 20:30 საათზე შეხვედრა სთხოვა. როგორც აღმოჩნდა, ისაევი სმირნოვის თანამზრახველი და ინფორმატორი იყო.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით დადგინდა, რომ ისაევმა მაქსიმოვი ერთ-ერთ კაფეში დაპატიჟა, შეხვედრის მომენტში კი კაფეს ნაცვლად “ახლო მდებარე ოფისში” წასვლა შესთავაზა. შემდეგ ისაევმა მაქსიმოვი მოტყუებით “ოფისის” სარდაფში ჩაიყვანა, სადაც ჟურნალისტს 4 ადამიანი დახვდა: ვიცეპოლკოვნიკი მიხაილ სმირნოვი, მისი დაქვემდებარებული მაიორი ლევ პიატოვი და ორი წარსულში ნასამართლები ნარკოვაჭარი. მაქსიმოვს სცემეს, შემდეგ კი დაახრჩეს. გვამი პოლიეთილენის პარკში გაახვიეს და პეტერბურგის მახლობლად დამარხეს. შემდგომში ერთ-ერთმა ნარკომოვაჭრემ დაკრძალვის სავარაუდო ადგილზე მიუთითა, თუმცა ხანგრძლივი სამუშაოების მიუხედავად, ჟურნალისტის ცხედარი ვერ აღმოაჩინეს.

2005 წელს სმირნოვი, პიატოვი, ისაევი და კიდევ 3 ადამიანი ქრთამის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. იმ პერიოდში, მედიები წერდნენ, რომ მკვლელობა გაცილებით უფრო დიდი კორუფციის საქმის ნაწილია, საქმე იმაშია, რომ სანქტ-პეტერბურგის მილიციაში საკადრო გადაადგილებები მიმდინარეობდა, სმირნოვი დაწინაურებას ელოდებოდა და “მერსედესის საქმის” გახმაურება არ აწყობდა.

2005 წლის 27 ივნისს, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა სმირნოვს მაქსიმ მაქსიმოვის მკვლელობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. საქმეში ფიგურირებდნენ პიატოვი და ისაევი, ხოლო უშუალოდ მკვლელობის დაკვეთის აღმსრულებლებად გამოძიება ნარკომოვაჭრეებს მიიჩნევდა, რომელთაგან ერთ-ერთი დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ზედოზირებით გარდაიცვალა.

საქმეს ნაფიც მსაჯულთა დახურული სასამართლო განიხილავდა. მილიციონერებმა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების არ მიცემის უფლება გამოიყენეს. გარდა ამისა, მკვლელობის დამტკიცება რთულდებოდა იმ ფაქტით, რომ მაქსიმოვის სხეული ნაპოვნი არ იყო და სასამართლომ “არ არის სხეული – არ არის მკვლელობა” პრინციპიდან გამომდინარე ეჭვმიტანილები უდანაშაულოდ ცნო.

მიუხედავად სკანდალური ბრალდებისა სმირნოვმა თანამდებობა შეინარჩუნა, 2011 წელს, როდესაც მილიცია პოლიციად გარდაიქმნა, წარმატებულად ჩააბარა გადაკვალიფიცირების გამოცდა და პოლკოვნიკი გახდა. რაც შეეხება ინფორმატორ ისაევს, ის აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიებში და რამდენიმე ფილმში ეპიზოდური როლიც შეასრულა.

მიმდინარე წელს პოლიციამ სმირნოვი 1998 წლის საქმეზე დააკავა. ყოფილმა პოლკოვნიკმა, მილიციის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ბიზნესმენის მანქანა ააფეთქა, რასაც ბიზნესმენის სიკვდილი და ორი მგზავრის დაჭრა მოჰყვა. გამოძიებამ დაადგინა, რომ სმირნოვმა ბიზნესმენი დაკვეთით, თანხის სანაცვლოდ მოკლა.

2024 წლის 18 დეკემბერს სმირნოვი მიხვდა, რომ დარჩენილი ცხოვრების გატარება ციხეში მოუწევდა და მაქსიმოვის მკვლელობაც აღიარა. ყოფილმა პოლკოვნიკმა სამართალდამცავებს მოკლული ჟურნალისტის ნეშტი აპოვნინა.

სმირნოვმა მაქსიმოვის მკვლელობა დეტალურად აღწერა:

“მაქსიმოვის გამოჩენისთანავე, მელიქსეტოვმა (ერთ-ერთი ნარკომოვაჭრე, რომელიც ზედოზირებით მოკვდა) უკნიდან თავში რკინის მილი ჩაარტყა, მე გათიშული მაქსიმოვი დავიჭირე და თავი ყულფში შევაყოფინე. შემდეგ მელიქსეტოვი მაქსიმოვს სახეში წიხლებს ურტყამდა, სახე “ფაფას” დაემსგავსა, შემდეგ თოკით “შვედურ კედელზე”დავკიდეთ და თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოვაცვით, სახე საშინლად დასახიჩრებული იყო”.

ისაევი გამოძიებამ არ დაიბარა, ვინაიდან ყოფილ ჟურნალისტსა და ინფორმატორს 4 ინსულტი აქვს გადატანილი და მის დაკითხვას აზრი არ აქვს. მკვლელობის კიდევ ორი მონაწილე საქმეში მოწმის სახით გადის.

სმირნოვმა გამოძიებასთან კიდევ ერთი მკვლელობა აღიარა. როგორც ყოფილი პოლკოვნიკი ამბობს 2001 წელს ქრთამის საქმის ერთ-ერთი მონაწილე მანქანით ტყეში გაიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved