• რეკლამა
  • კონტაქტი
23:05, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

‘რუსეთს გადამოწმება უყვარს, ახლა კი ეს ხაზები თავად დასავლეთმა გადაუმოწმა” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
03:41 04-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
544

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრები მიმდინარეობს:

– პირველ რიგში, უკრაინის საჰაერო სივრცეში, რუმინეთის საზღვრის სიახლოვეს, ბრიტანულმა ავიაციამ რუსული დრონი ჩამოაგდო. თუკი აქამდე ნატოს ტერიტორიაზე დრონების შეფრენისა და ჩამოვარდნის ფაქტებზე დასავლეთი მხოლოდ “ღრმა აღშფოთებით” შემოიფარგლებოდა, ახლა საფრთხის განეიტრალება პირდაპირ ჰაერში მოხდა. ეს სამხედრო აქტზე მეტად, უმძიმესი პოლიტიკური სიგნალია. რუსული ტროლ-ბოტობა წლებია გაჰკიოდა მთელი ინტერნეტის მასშტაბით, ნატომ ჩვენი საფრენი აპარატი რომ ჩამოაგდოს, მესამე მსოფლიო ომი დაიწყებაო. ვხედავთ – ჩამოაგდეს. დაიწყო ომი?!

ერთჯერადი აქტია ეს თუ ტენდენცია, ახლო მომავალში გამოჩნდება. რუსეთს გადამოწმება უყვარს, ახლა კი ეს ხაზები თავად დასავლეთმა გადაუმოწმა.

– პარალელურად, ტექნოლოგიურად ომი სრულიად სხვა განზომილებაში გადავიდა, განსაკუთრებით უკრაინელთა მხრიდან. შორიდან მართვადი, მოძრავი საბრძოლო მასალით, ხელოვნური ინტელექტის მქონე დრონებითა და FPV აპარატებით, მოწინააღმდეგის ბევრად მეტი ცოცხალი ძალა ნადგურდება, ვიდრე სხვა ნებისმიერი ტრადიციული იარაღით. პრაქტიკულად, უკრაინა გადასულია მაღალტექნოლოგიურ, თუმცა შედარებით იაფ და მასობრივ ომზე. რუსული დანაკარგების მატება ამით კარგად აიხსნება. ნატოს ძალები და არაბული სახელმწიფოები თანამედროვე ომის ამ ნიუანსებს, ახლა სწორედ უკრაინელებისგან სწავლობენ.

– ღიად დაიწყო საუბარი რუსეთის მხრიდან ნატოზე თავდასხმისა და მისი ერთიანობის გადამოწმების შესახებ. ტრამპის ხელისუფლებამ ბევრი კითხვისნიშანი გააჩინა ნატოსთან დაკავშირებით. პლუს ევროპის შეიარაღების დაწყება მაინც ადრეულ ეტაპზეა. ამიტომ, ევროპელმა ლიდერებმა არაორაზროვნად განაცხადეს: რუსეთის მხრიდან ბალტიის ქვეყნებზე ლიმიტირებული თავდასხმით ალიანსის სიძლიერის გადამოწმება გამორიცხული არ არისო. ყველაზე უარესი სცენარისთვის მომზადება ერთადერთი სწორი ნაბიჯია, მიუხედავად იმისა, მართლა მოხდება თუ არა რაიმე.

– დაბოლოს, უკრაინა ბელარუსის მხრიდან რუსული შეტევის განახლებას არ გამორიცხავს. უშუალოდ პრეზიდენტმა ზელენსკიმაც ღიად აღნიშნა, რომ ბელარუს-უკრაინის საზღვრის მილიტარიზაციამ ახალ მასშტაბს მიაღწია და იქ რუსული სამხედრო ნაწილების თავმოყრა გრძელდება. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთში სოციალური ქსელები და საკომუნიკაციო არხები თითქმის სრულად შეიზღუდა. საუბარია ფარულ მობილიზაციაზე, რომელიც სრულმასშტაბიან მობილიზაციად, რომ გადაიქცეს არაა გამორიცხული.

გარდა ამისა, ბელარუსის ტერიტორიაზე არმიის თავმოყრა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც უკრაინის, ისე უშუალოდ ნატოს წევრი ქვეყნების (პოლონეთ-ლიეტუვას საზღვრის) წინააღმდეგ. ხოლო ნებისმიერი წარმატების ან წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსეთს შეუძლია ბელარუსის სრული ანექსიით დაასრულოს პროცესი, რისი გეგმაც კრემლს ისედაც გაწერილი ჰქონდა. გავრცელებული ვერსიით, 2030 წლის ბოლომდე სურს რუსეთს ამ პროცესის დასრულება. სწორედ ამ მზარდ საფრთხეზე ჩივიან დღეს თავისი ქვეყნიდან გაქცეული ბელარუსი დისიდენტები.

თეგები: გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved