ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ყველაზე მკაცრი იყო რუსეთთან მიმართებით. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ტრამპის მმართველობის პერიოდში უკრაინისა და ევროპის მიმართ რუსეთის მადესტაბილიზებელი პოლიტიკის საპასუხოდ 365-ზე მეტ რუსულ სამიზნე-ობიექტს დაუწესდა სანქციები.
მაიკ პომპეომ ისაუბრა აგრეთვე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერაზეც ისაუბრა, რომელზეც განაცხადა, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას რუსეთისგან.
პომპეოს თქმით, აშშ-ს ისეთივე დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს რუსეთთან, როგორიც გააჩნია კომუნისტურ ჩინეთთან, რაც გულისხმობს უნდობლობას და მუდმივ გადამოწმებასა და კონტროლირებას.
კომენტარები