• რეკლამა
  • კონტაქტი
05:49, სამშაბათი, 17 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთს ამბიციების გაძლიერება დასავლეთის დანაშაულიცაა… რუსეთის დაღუპულებს „Вечная память“ გარანტირებული აქვთ” – ლევან ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:54 02-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ყოფილი ძალოვანი, ლევან ნიკოლეიშვილი:

ჩვენ კარგად ვიცით ომის ფასი!

უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების ფონზე, რაც რეალურად უკვე გადაიქცა აშშ-სა და რუსეთის დაპირისპირებად, შეიძლება ნატო-რუსეთის დაპირისპირებაც ვუწოდოთ, თუმცა ნატო-ს ევროპული ნაწილის ქვეყნებს შორის მაინცდამაინც ერთსულოვნებას მე ვერ ვხედავ, რამდენიმე საკითხს აუცილებლად მინდა შევეხო. ერთმნიშვნელოვნად გამოიკვეთა, რომ უშუალოდ რუსეთი ომის დაწყებას არ ჩქარობს, თუმცა გარკვეული პერიოდი ესკალაციის შენარჩუნება შეიძლება აწყობდეს კიდეც. ვის, ვის და რუსეთს ალბათ ყველაზე კარგად უნდა ესმოდეს, იმ ძალათა ბალანსში, რომელიც მასა და დასავლეთს შორისაა, დიდი გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონდეს. რუსეთის ხელმძღვანელობამ იცის, რომ უშუალოდ ნატო და ცალკე აშშ-ს საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერევა, მაგრამ ის მზარდი შეიარაღება რაც ბოლო დროს უკრაინამ დასავლეთიდან მიიღო არ შეიძლება მათ შეშფოთებას არ იწვევდეს. აქ ცხადია, ისიც ნიშანდობლივი იქნება, თუ რამდენად ეფექტურად გამოიყენებს უკრაინა ამ ახალ და თანამედროვე იარაღს, მაგრამ რამდენად მზად არიან ქალაქის პირობებში თუ პარტიზანული ბრძოლებისათვის, უკრაინელები ეს სხვა საკითხი (იმედია ამის აუცილებლობა არ იქნება !). ნებისმიერი ომის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, საშინაო და საერთაშორისო მხარდაჭერას. თუ რუსეთს ავიღებთ, მისი მოსახლეობა ყოველთვის მზადაა ომისათვის, მით უმეტეს არც ომში დაღუპულებსაც გმირების სახელიც და ე.წ. „Вечная память“ გარანტირებული აქვთ, რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორც ჩანს ეს არის სწორედ ის რასაც ასე თუ ისე ჯერ კიდევ ანგარიშს უწევს რუსეთის ხელმძღვანელობა. უკრაინასთან მიმართებაში საქმე პირიქითაა, საშინაო მხარდაჭერაც აქვს და საერთაშორისო კი, ჩვენი თვალით ვიხილეთ. მეორე, არც უკრაინას არ უნდა ომი, და ისიც მაქსიმალურსა აკეთებს, როგორც მის აცილებისთვის, ასევე ომის შემთხვევაში კი თავდაცვისათვის. მაშ ასე გავერკვიეთ, რომ ომი რეალურად არც ერთ მხარეს არ უნდა, უფრო მეტიც ყველა ცდილობს ამ დაძაბულობის ფონზე მაქსიმალური სარგებელი ნახოს, უფრო სწორედ კი მიაღწიოს იმას რაც მის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესებისთვის უფრო მისაღები იქნება. ის ფაქტი, რომ თუ რატომ ეწინააღმდეგება ასე კატეგორიულად რუსეთი ნატოს გაფართოებასა და მის საზღვრებთან მიახლოებას, ვინც რუსულ გეოპოლიტიკასა და ეროვნული ინტერესებს, ოდნავ მაინც იცნობს ბევრი კითხვა არ უნდა გაუჩნდეს. მაგრამ ყველა დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რომ შეუძლია თვითონ განსაზღვროს რომელი ალიანსის თუ ბლოკის წევრი გახდება, ეს ცხადზე უფრო ცხადი უნდა იყოს ყველასათვის. მით უფრო როდესაც საქართველოზე და უკრაინაზე ვსაუბრობთ, არა აქვს ამ ქვეყნებს რუსეთის ნდობა, მით უფრო რომ მათი ტერიტორიები სწორედ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, და არცერთი ინდიკატორი რუსეთის მხრიდან ამ საკითხების მოგვარების საერთოდ არ ჩანს, ცხადია ასეთი ქვეყნები ყოველთვის იფიქრებენ უსაფრთხოების სხვადასხვა მოდელზე და ქოლგაზე. ის, რომ რუსეთს ასეთი ამბიციები გაუძლიერდა (ვიმეორებ-ვინც რუსულ გეოპოლიტიკასა და ეროვნული ინტერესებს იცნობს ბევრი კითხვა არ უნდა გაუჩნდეს), დასავლეთის დანაშაულიცაა. მაგალითად, რომ ავიღოთ საქართველო, გასაგებია, რომ დემოკრატიისა და დასავლეთის ფასეულობების გაძლიერება გვინდა, მაგრამ ასევე, ცუდი არ იქნება თუ ამ დროს გათვალისწინებული იქნება, ჩვენი ქვეყნის ისტორია, კულტურა ტრადიციები და მენტალიტეტი-ეს ის საკითხებია, სადაც მაქსიმალური სიფრთხილე მართებს ყველას. არ შეიძლება ყალბი და ჩვენთვის მიუღებელი „რაღაც-რაღაცების“ „შემოტენვა“, ეს ყოველთვის უკუშედეგს იწვევს, რის მაგალითიც თქვენც და ჩვენც უამრავი გვაქვს. არ შეიძლება ჩვენ საშინაო საკითხებში ჩარევის მცდელობა, მით უმეტეს დიდაქტიკური ტონი და უფროსის ამპლუაში თავის წარმოდგენა, ჩვენ ეს გავიარეთ და ამას ვებრძოდით მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე. არ შეიძლება წახალისებული იყოს ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა, მით უმეტეს როცა ისინი ცალსახად ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესებს ემსახურება, და მიკერძოებულ ქმედებებშიც არაერთხელ არიან შემჩნეულები (სხვათაშორის, მათ მიერვე ჩატარებულმ კვლევებმა აჩვენა, რეიტინგითა და პოპულარობით საქართველოს მოსახლებისათვის ისინი უკანასკნელ ადგილზე არიან!!!) .

ორი მაგალითიც საკმარისია მოვიყვანოთ, იმ დროს, როდესაც მთელ მსოფლიომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად სცნო, ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ვითომ მექანიკურმა შეცდომამ, ლამის სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანა ქვეყანა! მეორე კი როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის აბსოლუტურად სამართლებრივი რეფორმის განხორციელედა, ასევე ლამის დემოკრატიის აღსასრულად იქნა აღქმული ზოგიერთი ჩვენი უცხოელი მეგობრის მიერ. არც ერთი და არც მეორე ფაქტის არასწორი წარმოჩენა, ხელს არ უწყობს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებას, პირიქით კი ახალ ძალას მატებს რადიკალურ ძალებს საქართველოში, რომელთა ლიდერისა და ბელადის ავანტიურისტულმა ქმედებებმა თავის დროზე, საკმაოდ სერიოზული როლი ითამაშა რუსეთის მზარდი ინტერესების დაკმაყოფილებისათვის, რომლის შედეგებსაც ნაწილობრივ დღესაც ვხედავთ უკრაინულ ლანდშაფტთან. ისევ უკრაინას თუ დავუბრუნდებით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რასაც მადლიერებით უპასუხა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამ დროს კი ჩვენი მეგობარი უცხოელები, გამოდიან და გვიწუნებენ უკვე გაგზავნილ, უკრაინის მიერ მიღებულ და მადლობა გადახდილ რეზოლუციას-ერთში ერთში იმეორებენ რადიკალური ოპოზიციის ვითომ ანტირუსულ, და სინამდვილეში კი პროვოკაციულ-ავნატურისტულ სულისკვეთებას. არა მგონია, რამე სერიოზული როლი ითამაშოს უკრაინის მშვიდობისათვის, ოპოზიციის ვიზიტმა კიევში, ნუთუ ვინმეს ჰგონია ბოძებზე სტიკერების გაკვრა, და რადაში სააკაშვილის ერთ-ერთ ცოლთან თუ საცოლესთან დროშების ფონზე სურათის გადაღება, უკრაინისთვის დიდი მხარდაჭერაა, ძალიან ცდება, არც მაინცდამაინც რუსეთიც უნდა ჩანდეს შეშინებული ოპოზიციის ამ უნიჭო პერფორმანსებით. რაც შეეხება სააკაშვილის პარტიული ტელევიზიების მომზადებულ სიუჟეტებს, თუ როგორ სამხედრო მზადყოფნაშია ქართველი მოხალისეები უკრაინაში (თვისი სახელებისა და გვარების დასახელებით!), არა მგონია ნორმალური საქციელი იყოს, ამას ემატება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის გავრცელებული ფეიკ ვიდეოები, თუ როგორ ტოვებს უკრაინის მოსახლეობა ქალაქებს, მით უმეტეს პრეზიდენტ ზელენსკის განცხადების ფონზე, პანიკის არ შექმნასთან დაკავშირებით. ასეთ ფაქტებზე, არასამთავრობო ორგანიზაციები ხმას არ იღებენ, დუმილს ამჯობინებენ უცხოელი მეგობრებიც.

ჩვენ, თავისუფლებისა და მშვიდობისმოყვარე ხალხი ვართ, უძველესი ისტორიისა, უნიკალური კულტურის, ქვეყანა, მართლმადიდებლობის სადარაჯოზე მყოფები, ყოველთვის მივისწრაფოდით განვითარებისა და გაძლიერებისათვის. ჩვენი შეგნებულად ავირჩიეთ ევროატლანტიკურ ორიენტაცია, უფრო მეტიც კონსტიტუციაში ჩავწერეთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს, ლომის წვლილ გვაქვს შეტანილი საერთაშორისო სამხედრო მისიებში-კოსოვო,ერაყი, აფრიკა, ავღანეთი, გრძელდება რეფორმები, მაგრამ გვჭირდება მკაფიო განმარტებები და გარანტიები, როდის ვიქნებით ევროატლანტიკური ოჯახის სრულყოფილი წევრები. ვერ მივიღებთ იმას, რომ „დემოკრატიის გამო“ დიალოგზე ვეხვეწოთ (თქვენი დიდ ხათრი კი გვაქვს, მაგრამ…), რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც პერიოდულად ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო მუშაობას, შემდეგ როცა უნდა შედის პარლამენტში ( რომლის ლეგიტიმურობას არ აღიარებდა!), და იქ ყოფნას ისევ არეულობისათვის იყენებს. არ მოგვწონს ის არასამთავროები, რომლებიც მიკერძოებულები არიან და მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესებზე არ დამოკიდებულები, დიახაც მივესალმებით იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ უცხოურ პროექტებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის აგრარული თუ ეკონომიკური განვითარებისათვის არიან მიმართული. მეტი მატერიალური მხარდაჭერა გვჭირდება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, მოგვეცით მტკიცე გარანტიები, რომ სანამ ნატოში მიგვიღებთ, ჩვენი ანექსია, რომ ძვირი დაუჯდება ნებისმიერ ქვეყანას. კარგად დაფიქრდით, და სანამ ვინმე განცხადებას გააკეთებს, ან ჭკუას დაგვარიგებს უნებლიედ ხომ არ ასხამს რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე წყალს?! ცოტა ზედმეტი, ხომ არ მოდის სუვერენული სახელმწიფოსთან მიმართებაში?! ჩვენი ვიცით, როდის და რა სახის რეზოლუცია უნდა მივიღოთ, უპირველესად ამოვდივართ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ეროვნული და სახელმწიფო ინტერესებიდან. ჩვენ კარგად ვიცით ომის ფასი, და თუ ვინმეს არ უნდა დღეს ეს მოხდეს, უკრაინელების შემდეგ პირველები ვართ !”

თეგები: ლევან ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved