ფოტო – unian
რუსეთმა უკრაინის საზღვართან ახლოს სამხედრო წვრთნები დაიწყო. წვრთნები ვორონეჟის, ბელგოროდის, ბრიანსკის და სმოლენსკის ოლქებში დაიწყო. წვრთნებში 3 000-მდე ჯარისკაცი და 300-მდე სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს, მათ შორის „Т-72Б3“ ტიპის ტანკები და „BMP-2“ ტიპის საბრძოლო მანქანები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წვრთნებზე აქცენტი საკონტროლო სროლებზე, სამხედრო მსვლელობის ორგანიზებაზე და ძირითადი სამხედრო პუნქტების აღჭურვაზე გაკეთდება.
საბრძოლო მანევრებისას ტანკების და საბრძოლო მანქანების ეკიპაჟების მიერ შემუშავებულ იქნება ერთობლივი მოქმედების უნარი და 1,2 ათასი მეტრის დიაპაზონში იმიტირებულ მტრის სამიზნეებს გაანადგურებენ.
კომენტარები