• რეკლამა
  • კონტაქტი
03:14, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთმა საწვავის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები გაახანგრძლივა

ალია ავტორი - ალია
12:48 12-29-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
947

რუსეთის მთავრობამ ბენზინის, დიზელისა და სხვა სახის საწვავის ქვეყნიდან გატანაზე მანამდე მოქმედი აკრძალვა კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა. შესაბამის დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა.

აღსანიშნია, რომ 11 თვეში რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის კლების მიუხედავად, საქართველოსთვის საწვავის მთავარი მომწოდებელი რუსეთია.

რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, აკრძალვა შეეხება როგორც მასობრივი მოხმარების საწვავ მასალებს, ისე გემების საწვავსა და გაზს. შეზღუდვა 2025 წლის 27 თებერვლამდე იმოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ დადგენილება ორ ძირითად ნაწილად იყოფა:

ზოგადი შეზღუდვა ეხება სავაჭრო კომპანიებს, ნავთობბაზებსა და იმ საწარმოებს, რომელთა გადამუშავების სიმძლავრე წელიწადში მილიონ ტონაზე ნაკლებია. ეს ზომა არ ვრცელდება უშუალოდ ნავთობპროდუქტების მსხვილ მწარმოებლებზე.
ბენზინის ექსპორტის აკრძალვა: ცალკეული დადგენილებით, თებერვლის ბოლომდე გრძელდება ავტომობილის ბენზინის ექსპორტის დროებითი აკრძალვაც, რომელიც, პირველი პუნქტისგან განსხვავებით, უშუალოდ მწარმოებლებზეც ვრცელდება.
რუსეთის ხელისუფლების განმარტებით, აღნიშნული ზომები მიზნად ისახავს შიდა ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებას, ფასების ზრდის შეკავებას და აგრარული სექტორის უზრუნველყოფას მომავალი სასოფლო-სამეურნეო სეზონისთვის.

მიუხედავად მკაცრი შეზღუდვებისა, ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკის განცხადებით, ამ ეტაპზე ბაზარზე სიტუაცია სტაბილურია. მისი თქმით, ნავთობპროდუქტების მარაგი გასული წლის მაჩვენებელსაც კი აღემატება და აგვისტო-სექტემბრის პიკური მოთხოვნის პერიოდი წარმატებით არის გადალახული.

ნოვაკმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა შექმნა პირობები ნავთობპროდუქტების დამატებითი იმპორტისთვის, მათ შორის, მეზობელი ბელარუსიდან.

რუსეთმა საწვავის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესება 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყო. პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავდა:

2023 წლის სექტემბერი: აკრძალვა პირველად დაწესდა დეფიციტისა და რეკორდული ფასების ფონზე. თავდაპირველად მიზეზად ტურისტული სეზონი დასახელდა, თუმცა მოგვიანებით გამოძიებამ ე.წ. „ნაცრისფერი ექსპორტი“ გამოავლინა.
2023 წლის ნოემბერი: შიდა ბაზარზე გადამუშავების შემცირების შიშით, აკრძალვა დროებით მოიხსნა.
2024 წლის მარტი – აგვისტო: ემბარგო რამდენჯერმე დაწესდა და კვლავ გაუქმდა ბაზრის გაჯერების მიხედვით.
მიმდინარე წლის 1 მარტიდან 31 აგვისტომდე მოქმედებდა აკრძალვა, რომელიც მხოლოდ ტრეიდერებს ეხებოდა, თუმცა ზამთრის დიზელზე შეზღუდვა უცვლელი დარჩა აგროსექტორის მოთხოვნის გამო.
ოფიციალური პოზიციით, ამჟამად მოქმედი ახალი დადგენილებებით, რუსეთი ცდილობს თავი დაიზღვიოს საწვავის შესაძლო დეფიციტისგან გაზაფხულის საველე სამუშაოების დაწყებამდე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved