• რეკლამა
  • კონტაქტი
21:19, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთმა ქართულ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა – Reuters

ალია ავტორი - ალია
17:20 10-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
558

როიტერის ინფორმაციით,  რუსულმა კომპანიამ „რუსნეფტმა“ (Russneft, RNFT.MM) ამ თვეში  ნავთობის პირველი  პარტია მიაწოდა ახლად აშენებულ ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას საქართველოში.

სააგენტო წერს, რომ რუსეთსა და საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები. თუმცა, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პირობებში თბილისმა გააღრმავა ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, მაშინ როცა ურთიერთობა დასავლეთის ქვეყნებთან მკვეთრად დაიძაბა.

LSEG-ის მონაცემებზე და ტრეიდერებზე დაყრდონით, მედია წერს, რომ ტანკერმა Kayseri  6 ოქტომბერს რუსული შავი ზღვის პორტიდან, ნოვოროსიისკიდან, ყულევის ტერმინალში მიიტანა 105 340 ტონა „Siberian Light“ ტიპის ნავთობი.

სააგენტო წერს, რომ რუსეთი ცდილობს გააფართოოს თავისი ექსპორტის მიმართულებები, რათა გაუმკლავდეს უკრაინის გამო დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.

ქართული ქარხანის სიმძლავრე კი წელიწადში დაახლოებით 1.2 მილიონი ტონაა, ანუ დღეში დაახლოებით 24 000 ბარელი ნავთობი.

მისი წლიური გადამუშავების მოცულობა თანდათან გაიზრდება 4 მილიონ ტონამდე 2028 წლისთვის, რაც საშუალებას მისცემს ქარხანას საწვავი მიაწოდოს როგორც შიდა ბაზარს, ასევე ექსპორტზე გაიტანოს.“– წერს სააგენტო.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული დრონების და რაკეტების უწყვეტი თავდასხმების შემდეგ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების დიდი ნაწილი გაჩერებულია და ქვეყანაში საწვავის დეფიციტია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved