• რეკლამა
  • კონტაქტი
14:33, ოთხშაბათი, 17 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთმა ორი ოკუპირებული რეგიონი უნდა დატოვოს, უკრაინელები მიამიტები არ არიან, ჩვენ არ გავჩერდებით” – ზელენსკი

ალია ავტორი - ალია
02:04 03-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,084

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს:

 

“დასრულდა ომის 34-ე დღე. დღეს თქვენ ნახეთ, როგორ გადაწყვიტა რუსეთმა კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებზე იერიშების შემცირება.

მადლობელი ვარ თითოეული იმ ჯარისკაცის, ვინც კიევს იცავს. მხოლოდ მათ  შეუძლია აიძულოს მტერს კიევს შეეშვას. ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, იმიტომ რომ ვითარება არ შეცვლილა,  მტერს ისევ აქვს პოტენციალი, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შეტევები გააგრძელოს.

ჩვენ არ გავჩერდებით, არ მოვადუნებთ ყურადღებას და არ შევამცირებთ თავდაცვით ძალებს როგორც ქვეყნის აღმოსავლეთით, ასევე სხვა რეგიონებში. არცერთ რეგიონში, სადაც მტერი დროებით არის შესული. 

უკრაინის დაცვა ჩვენი მთავარი ამოცანაა. მოლაპარაკებების პროცესის ფუნდამენტი ზუსტად ეს არის. მტერი ამ დრომდე ჩვენს ტერიტორიაზეა, ჩვენი ქალაქების დაბომბვა ისევ გრძელდება. მარიუპოლი ამ დრომდე ალყაშია, იქ მტერს იერიშები არ შეუმცირებია. ეს რეალობაა, ეს ფაქტია, ამიტომ, დღეს, ჩვენი არსებობისა და გადარჩენის ერთადერთი შანსი და გარანტია ჩვენი ჯარისკაცები არიან. გარანტია, რომელიც ნამდვილად მუშაობს.

შეგვიძლია, მოლაპარაკებების მაგიდიდან გაჟღერებულ სიგნალებს პოზიტიური ვუწოდოთ, მაგრამ ეს სიგნალები ჭურვის აფეთქების ხმას ვერ ფარავენ. ვერ ვხედავთ საფუძველს, ვენდოთ იმ სახელმწიფოს წარმომადგენლებს, რომელიც ჩვენს გასანადგურებლად ბრძოლას განაგრძობს. უკრაინელები მიამიტები არ არიან და შემოჭრიდან 34 დღის განმავლობაში ეს მათ კარგად აჩვენეს. 

უკრაინა კონცენტრირებულია მოლაპარაკებებზე და ჩვენ ვაპირებთ, პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. უნდა მივიღოთ რეალური გარანტიები ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ასევე, ჩვენი ხალხისთვის. მტერმა ორი ოკუპირებული რეგიონი უნდა დატოვოს. უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებული უნდა იყოს. შეუძლებელია, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით რაიმე სახის კომპრომისი განვიხილოთ. ეს მოლაპარაკებების შედეგის მკაფიო სიგნალი და ხედვაა.

მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც სოციალურ ქსელში წერენ, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია… ჩვენ ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც უკრაინელებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება, მიიღებს არა ერთი ადამიანი, არამედ მთელი ერი.

მოვუწოდებ ნებისმიერ ქვეყანას, არც კი წამოჭრას საკითხი რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებასა და მოხსნაზე. ეს საკითხი არც კი განიხილება სანამ ეს ომი არ დასრულდება, ვიდრე არ დავიბრუნებთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის და სამართლიანობას არ აღვადგენთ.

ასევე, შეიქმნა უკრაინელ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების ეფექტურობას შეაფასებს. უკრაინული მხარიდან ამ ჯგუფს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობს, საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან კი მაიკლ მაკფოლი. 

გასულ დღეს მიკოლაევში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. ამ დროის მონაცემებით, 8 დაღუპული და 30-ზე მეტი დაშავებული გვყავს. სამწუხაროდ, ეს საბოლოო მონაცემები არ იქნება. მტერმა ამ შენობაზე იერიში ლაჩრულად მაშინ მიიტანა, როდესაც ადამიანები სამსახურში მივიდნენ. მადლობა ღმერთს, რომ განგაშის ხმის გაგონებისას, თავშესაფარში ჩასვლა თითქმის ყველამ მოახერხა. ეს ფაქტი დილაადრიან, ნაცისტებისგან მიკოლაევის გათავისუფლების წლისთავის მომდევნო დღეს მოხდა.

მიკოლაევის მოსახლეობას კარგად ახსოვს 1944 წლის 28 მარტი და კარგად ხედავენ, ვის დაემსგავსა რუსეთი.

მიკოლაევის შესახებ დღეს დანიელ ხალხთან და პარლამენტის წევრებთან ვისაუბრე. მათ ვთხოვე, რომ ომის დასრულების შემდეგ მიკოლაევის ოლქის აღმშენებლობაში მონაწილეობა მიიღონ. უკრაინის აღმშენებლობის პროგრამის ფარგლებში ჩვენი პარტნიორები საუკეთესო კომპანიებითა და სპეციალისტებით დახმარებას გვთავაზობენ. ეს სწრაფი აღმშენებლობის გარანტი იქნება. როგორც შემატყობინეს, დანიაში ამ პოზიციას პოზიტიურად გამოეხმაურნენ.

ჩვენ მოქალაქეებს ომის შედეგად მიღებულ ყველა ზარალს ავუნაზღაურებთ, ეს იქნება სახლი, ბინა თუ სხვა სახის ზიანი. თითოეულ მოქალაქეს განცხადების დაწერა უკვე შეუძლია. განაცხადის შეტანა მობილურის საშუალებითაც შესაძლებელია. ყველაზე მთავარია, რომ ჩვენი სახელმწიფო თითოეულ დაკარგულ სანტიმეტრს აანაზღაურებს. 

დღეს ჩვენი მეშახტეებისთვის 426 მილიონი გრივნა გადავრიცხეთ, რომლებიც ამ თანხას ხელფასების სახით მიიღებენ. 

მიმართვის გავრცელებამდე, რამდენიმე მნიშვნელოვან განცხადებას მოვაწერე ხელი და დავაჯილდოვე ჩვენი კავშირგაბმულობის თანამშრომლები. სწორედ ამ ადამიანების წინააღმდეგ მიიტანეს ოკუპანტებმა პირველი საჰაერო იერიში. 12 დაჯილდოებულიდან, სამწუხაროდ 4 დაღუპულია.

დღეს 124 ჯარისკაცი დავაჯილდოვე, 34 მათგანი დაღუპულია. მარადიული ხსოვნა მათ, ვინც უკრაინისთვის დაიღუპა. დიდება თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს, დიდება უკრაინას!.”

თეგები: ზელენსკირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved