• რეკლამა
  • კონტაქტი
22:25, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთმა ლუგანსკის ბატალიონს საზღვარი ჩაუკეტა, ეს ერთგვარი გაკვეთილია, რუსეთის მხარეს მებრძოლთათვის” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
00:59 05-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,543

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე: 

 

13 მაისის შეჯამება უკრაინაში

– უკრაინელებმა ხარკივის შემოგარენის გაწმენდის შემდეგ ლუგანსკის სეპარატისტების ერთი ბატალიონი რუსეთის საზღვართან მიიმწყვდიეს. ნაცვლად იმისა, რომ რუსებს ისინი გადაეყვანათ საკუთარ ტერიტორიაზე, საზღვარი ჩაუკეტეს და პასუხისმგებლობას იხსნიან მათ ბედზე. ეს შესაძლოა იყოს ერთგვარი გაკვეთილი რუსების მხარეს მებრძოლი ნაწილებისათვის – რუსეთისათვის ისინი მხოლოდ საზარბაზნე ხორცად არიან აღქმულნი. ესაა ხისტი რეალობა.
– ლუგანსკის რაიონში რუბეჟნოეს დაკავების შემდეგ რუსებმა ქალაქის ირგვლივ, ტყეში დიდი რაოდენობით საბრძოლო ტექნიკა განათავსეს. უკრაინელებმა მათი შემჩნევა დრონებიდან შეძლეს და საარტილერიო იერიშის შედეგად თითქმის სრულად გაანადგურეს. ზოგადად, ამ ომის განმავლობაში რუსების დიდი სამხედრო თავმოყრის განადგურებისას მინიმუმ 100 ტანკია და ჯავშანტექნიკაა ამგვარად განადგურებული. რამდენჯერმე განმეორებადი მოვლენაა, რომ რუსები პრაქტიკულად უშუალოდ ბრძოლაში ჩაბმამდე ან კოლონებად ან შეჯგუფებისას ნადგურდებიან ხოლმე.
– სიტუაცია იცვლება იზიუმის მიმართულებით. როგორც ჩანს რუსები ძირითად ნაწილებს ამ ნაწილიდან ხსნიან და ლუგანსკის რაიონისაკენ გადაჰყავთ. მათი მადა შესაძლებლობასთან ერთად მცირდება. რეალურად იზიუმთან ფრონტის დასტაბილურება მარტივი არ იყო, თუმცა უკრაინელებმა ამ ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი, რის შემდეგაც რუსები იძულებულები გახდნენ უშუალოდ მდინარე სევერსკი დონეცის გასწვრივ ემოქმედათ. მიუხედავად ამისა, რუსული ავიაცია იზიუმის სამხრეთით გამაგრებულ უკრაინულ პოზიციებს კვლავ ბომბავს.
– ბოლო ერთ კვირაში დონეცკისა და ლუგანსკის რაიონში მდინარე სევერსკი დონეცის გადალახვის სამი მცდელობა ჰქონდათ რუსებს. უკრაინელებმა სამივე მათგანი აღკვეთეს. დღეს უკრაინულმა ნაწილებმა გაანეიტრალეს ნარჩენი რუსული ნაწილები და ლუგანსკის რაიონის დიდ ქალაქებს ზურგიდან ალყაში მოქცევის რისკი მოუხსნეს. მარტო ამ მიმართლებით ბოლო ერთ კვირაშ რუსებმა 70-მდე ტანკი და 30-40 სხვა ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგეს.
– ლუგანკის რაიონში ქალაქი პოპასნაიას თავზე რუსები მეორე დღეა დიდი ძალებით ცდილობენ ჩრდილოეთისაკენ გაჭრას. უკრაინელებმა ქალაქიდან ორგანიზებულად უკანდახევის შემდეგ მოახერხეს და თავდაცვის ახალი ზღუდე გაამაგრეს რის გამოც რუსების წინსვლა ამ ეტაპზე შეჩერებულია.
– უკრაინული ავიაცია საკმაოდ აქტიურად მუშაობს. ისინი ძალიან დაბალ სიმაღლეზე ახორციელებენ ფრენებს, რათა რადარებმა მათი შემჩნევა ვერ მოახერხონ. უკრაინელთა მოიერიშე ავიაცია განსაკუთრებით ეფექტურია რუსული ლოჯისტიკის წინააღმდეგ.
– უკრაინელები კიდევ ერთი მილიონი სამხედროს გამოყვანას გეგმავს. ეს იქნება არა რეგულარული არმია, არამედ ტერიტორიული თავდაცვა, რომელსაც ქალაქებისა და მნიშვნელოვანი ობიექტების თავდაცვა და მცირე ოპერაციების განხორციელება დაევალება, ხოლო პროფესიონალურ არმიას უფრო ფართოდ მოქმედების საშუალება მიეცემა. უკვე არსებული ტერიტორიული დაცვის რაზმების შევსება და გადახალისების შემდეგ გამოცდილება გაზიარდება და უკრაინა უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდება.
– დონეცკის რიონში უკრაინელებმა რუსების რამდენიმე გაჭრის მცდელობა აღკვეთეს უშალოდ ქალაქი დონეცკის შემოგარენის მიმართულებიდან. რუსებმა ძალიან ბევრი მიმართულებით შეუტიეს უკრაინელებს, რადგან იყო წარმოდგენა, რომ უკრაინელები ამ რაოდენობის იერიშის მოგერიებას ვერ შეძლებდნენ. თუმცა ამ ეტაპზე სწორედ რუსულ ნაწილებს უჭირთ გაწელილ ფრონტზე წინსვლა.
თეგები: გიორგი კობერიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved