• რეკლამა
  • კონტაქტი
00:12, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთმა დაახლოებით 867 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დანაკარგები განიცადა” – რუსლან შავაძე

ალია ავტორი - ალია
14:15 08-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
347

საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:

 

“საკის ავიაბაზაზე რუსეთის სამხედრო ავიაციის დანაკარგების ღირებულება სარაკეტო კრეისერ მოსკოვ-თან შედარებით მეტია…

??⚔️რა ღირებულების სამხედრო დანკარგები განიცადა რუსეთის საოკუპაციო საავიაციო ძალებმა საკის(ფედოროვკა) ავიაბაზაზე აფეთქებების(დაბომბვების) შემდგომ?
ქვემოთ მოცემულია მიახლოებითი საექსპორტო ღირებულება ერთი საფრენი აპარატის :

?8 გამანადგურებელი SU-27, ფასი-37$ მლნ,

?6 ვერტმფრენი MI-8, ფასი- 6$მლნ ,

?5 საფრონტო ბომბდამშენი SU-24, ფასი-25$ მლნ,

?4 გამანადგურებელი SU-30M, ფასი -47$ მლნ,

✈️1 სატრანსპორტო თვითმფრინავი IL-20РТ, ფასი 22$ მლნ,

?საბრძოლო მასალების 4 საწყობი, რთულია ღირებულების განსაზღვრა თუმცა თუ გავითვალისწინებთ რომ აქ იყო განთავსებული, როგორც საავიაციო ბომბები ასევე საჰაერო ბაზირების რაკეტები და P-800 Oniks და P300K Bastion-ის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები უხეში გათვლებით შეადგენს 150-200 მილიონ დოლარამდე, მთლიანობაში ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციაზე დაყრდნობით რუსეთმა დაახლოებით 867 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დანაკარგები განიცადა, კრეისერ მოსკოვის ღირებულება კი დაახლოებით 750$ მილიონია, ასევე გავრცელებული ინფორმაციით დაბომბვების დროს 60-მდე პილოტი და მომსახურე პერსონალი დაიღუპა 100-მდე კი დაიჭრა, პილოტების დაკარგვა რუსებისათვის აუნაზღაურებელი ზარალია, რადგან მას უკვე აქვს გამოცდილი კადრების პრობლემა, რადგან პილოტების მომზადებას წლები ესაჭიროება.
ინფორმაცია მუდმივად კორექტირდება რაც მეტყველებს იმაზე რომ ცნობა რუსეთის დანაკარგების შესახებ მხოლოდ გაიზრდება…

???უკრაინის ოფიციალური მხარე არ ადასტურებს რომ საკის ავიაბაზაზე მასშტაბური აფეთქებები უკრაინული მხარის დაბომბევბის შედეგია, გადაჭრით იმის თქმა თუ რამ გამოიწვია ეს აფეთქებები რთულია,შესაბამისად შეგვიძლია მხოლოდ გამოვთქვათ ვარაუდები…

?ჩემი მოსაზრებით საკის ავიაბაზაზე განხორციელდა კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია რომლის მასშტაბები კრეისერ მოსკოვის ჩაძირვის სპეცოპერაციას შეიძლება შევადაროთ,
რამდენიმე კვირის წინ უკრაინამ მიიღო დანიისაგან(ამერიკელებთან შეთანხმებით) Harpoon Block II-ის GPS-ით მართვადი, საშუალო მანძილზე მოქმედი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები გამშვებ პლატფორმებთან ერთად, რომელიც გამოიყენება როგორც საზღვაო ასევე სახმელეთო სამიზეენის დასაბომბად(არსებობს საჰაერო,სახმელეთო და საგენბანო ბაზირების გამშვები პლატფორმები). სავარაუდოდ Harpoon-ის საჰაერო ბაზირების გამშვებ პლატფორმის ინტეგრირება მოხდა პოლონეთის ან სლოვაკეთის მიერ უკრაინისათვის მიწოდებული MIG-29-ის მეოთხე თაობის მრავალფუნქციურ გამანადგურებელზე(ან შესაძლოა უკრაინამ მიიღო რამდენიმე F-16-ის გამანადგურებელი), ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოება რომ რამდენიმე დღის წინ სწორედ პოლონეთის მიერ მიწოდებული NATO-ს სტანდარტებით მოდიფიცრებულ MIG-29-ებზე მოხდა ინტეგრირება ამერიკის მიერ მიწოდებული რადარსაწინააღმდეგო AGM-88 HARM-ის რაკეტების, რომლის გამოყენებით უკრაინის საჰაერო ძალებმა 17 ერთეული რუსული რადიოლოკაციური/რადიოლექტრონული და საზენიტო სარაკეტო გამშვებები გაანადგურა, გამომდინარე აქედან Harpoon-ის ინტგრირება MIG-29-ების ავიონიკასთან სასვებით შესაძელბელია…

???სავარაუდოდ საკის ავიაბაზა დაიბომბა MIG-29-ის გამოყენებით Harpoon Blcok II-ის ხომალდსაწინააღმდეჰო რაკეტებით(რამდენიმე კვირის წინ რუსებმა გაიყვანეს შავი ზღვის ფლოტის დიდი ნაწილი სევასტოპოლის პორტიდან ნოვოროსიისკში, შესაბამისად შავი ზღვის აკვატორიაში ყირიმის დასავლეთ სანაპირო შედარებით დაცუველი გახდა) შავი ზღვის აკვატორიიდან ყირიმის დასავლეთის მხრიდან, მას შემდეგ რაც საკის ავიაბაზაზე უკრაინულმა უპილოტო საფრენმა დრონებმა რუსულ საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს ყურადღება გადაატანინეს, (საუბარია ამერიკის მიერ სპეციალურად უკრაინისათვის შექმნილ Phoenix Ghost-ის დრონებზე, რომლის ტექნიკურ მახასიათებლები უცნობია რომელიც უკრაინამ მიიღო სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში) დაბომბვების დროს გადაღებულ ფოტოებში დაფიქსირებულია რამდენიმე უპილოტო საფრენი დრონი, ასევე აღსანიშნავია ის გარემოება რომ ავიაბაზაზე არ იყო მობილიზებული დიდი რაოდენობით საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, რადგან პირველრიგში რუსები არ ელოდნენ თავდასხმას და დიდი ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემების მობილიზებული ჰქონდათ ხერსონის ფრონტის მიმართულებაზე. სატელიტური თანამგზავრიდან გადაღებული კადრები მოწმობს რომ საკის აეროდრომზე დაბომბვის შედეგად გაჩენილი კრატერები Harpoon Block II-ის დაბომბვების შემდგომ შეიძლება გაჩენილიყო. ფაქტია სპეცოპერაცია დაიგეგმა და შესრულდა უზადოდ ზუსტ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით…

დიდება გმირებს!

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომირუსლან შავაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved