სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,სამწუხაროდ რუსეთი წავიდა ამ ნაბიჯზე და კახოვკის ჰესი ააფეთქა. კიდე უფრო სამწუხაროა, რომ მიუხედავად ოპტიმისტური განხადებების უკრაინის შეტევა გადაიდება. უკრაინის არმიის მთავარი კოზირი ოპერატიული სივრცეების და სტრატეგიული სიღრმეების ენერგიული გამოყენება უნდა გამხდარიყო, მაგრამ სამოქმედო არეალი მკვეთრად შემცირდა. სამხედრო ხელოვნებას არ უყვარს ერთ მიზანზე ორი ან მეტი გეგმის არსებობა და არც მოქმედების სათადარიგო გეგმებია მისასალმებელი. ამიტომ შევეგუოთ რომ თარიღმა გადაიწია. თუმცა ეს არ გამორიცხავს მაფორმირებელ ოპერაციებ ენერგიულად არ განხორციელდება და უკრაინა პასიურად დაიწყებს ხელსაყრელი მომენტის ლოდინს.
ასევე საინტერესოა რა ჩანაფიქრი აქვს რუსეთს, მას რაღაცაში ძალიან ჭირდებოდა დრო ( სავარაუდოდ, რუსეთმა იცოდა შეტევის დაწყების თარიღი). მისთვის საკუთარი სამოქმედო სივრცის დატბორვა ასევე დამაზიანებელია და ასეთ ნაბიჯს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგამდა, თუ რაიმე ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას ელოდება ან ძლიერ კონტრდარტყმას აპირებს და ძალის ფორმირება უგვიანდება. საბლოო ჯამში უახლოეს დღეებში გამოჩნდება რასთან გვაქვს საქმე. თუ უკრაინამ შეტევა დაიწყო რუსეთმა ყველაზე კარგად იცის, რომ მისი დაჯგუფება ამ შეტევას ვერ გაუძლებს და უკანდახევის შემთხვევაში, მოსკოვამდე ფეხს ვერსად მოიკიდებს. ამიტომ მათვის ხსნა მხოლოდ ამ შეტევის იმ მაშტაბებით დაწყების ჩაშლაა, რომელიც დაგეგმილია და რომლის მოსამზადებელ ფაზას თვალს ვადევნებთ.”
კომენტარები