კიევში ბაიდენის ვიზიტთან დაკავშირებით რუსეთს უსაფრთხოების არანაირი გარანტიები არ მოუცია. ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი აცხადებს.
“მათ [რუსებმა] მხოლოდ შეტყობინების მიღება დაადასტურეს. გაცვლა არ იყო. ეს მხოლოდ შეტყობინება და მიღების დასტური იყო, [უსაფრთხოების] არანაირი გარანტიები”, – აღნიშნა სალივანმა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ რუსულ მხარეს უსაფრთხოების ზომების გაძლიერება არ გაკვირვებოდა, მათ აშშ-ის პრეზიდენტის გრაფიკის დეტალები გადაეცათ.
კომენტარები