ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმების ბოლო რაუნდი დაგმო და მოსკოვი „ტერორის განზრახ სტრატეგიის განხორციელებაში“ დაადანაშაულა – ამის შესახებ ინფორმაციას theguardian ავრცელებს.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს .
„ადამიანებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, ევროპა ძალისხმევას აძლიერებს. სხვებმაც უნდა გააძლიერონ თავისი დახმარების ძალისხმევა“ – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა გავრცელებულ განცხადებაში ახსენა რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ომის სისასტიკეს ალენდა, რაც მას სიხოცხლის ფასად დაუჯდა.
„20 წლის წინ ანა პოლიტკოვსკაია მოკლეს პუტინის რუსეთში ხელისუფლებისთვის სიმართლის თქმის გამო. მან გამოავლინა ომის სისასტიკე. მან მისცა ხმა ომის მსხვერპლ ადამიანებს და უარი თქვა ყოფილიყო დაშინებული და დადუმებული. ეს მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა. თუმცა მის ხსოვნას დღემდე ძალიან ბევრი ადამიანი ატარებს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.











კომენტარები