• რეკლამა
  • კონტაქტი
01:45, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთის თანამგზავრი ორბიტაზე აფეთქდა და დაიშალა – ახალი კოსმოსური ნაგავი რუსეთისგან

ალია ავტორი - ალია
13:59 02-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
171

აშშ-ის კოსმოსური ძალების კოსმოსური თავდაცვის მე-18 ესკადრის ცნობით, გასულ თვეში უკვე მეორედ, რუსეთის თანამგზავრი KOSMOS 2499 დაიშალა.

კოსმოსური ძალების განცხადებით, ისინი თვალყურს ადევნებენ ორბიტაზე 1169 კმ სიმაღლეზე მოძრავ ნაშალთა 85 ცალკეულ ნაწილს. თანამგზავრი 2023 წლის 4 იანვარს დაიმსხვრა, მაგრამ მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ასეთ სიმაღლეზე მოძრავ ნარჩენებს ორბიტიდან გამოსვლისა და ატმოსფეროში დაწვისთვის ათწლეულები დასჭირდება. იქამდე კი წარმოადგენს კოსმოსურ ნაგავს დედამიწის ისედაც გადატვირთულ ორბიტაზე.

ეს გახლდათ Kosmos 2499-ის დამტვრევის მეორე შემთხვევა. ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის ასტრონომ ჯონათან მაკდაუელის ცნობით, პირველი დანაწევრება 2021 წლის 23 ოქტომბერს მოხდა; მისი განცხადებით, თანამგზავრი მაშინ 22 ნაწილად დაიშალა.

ამ თანამგზავრს ფრიად უცნაური ისტორია ჰქონდა. KOSMOS 2499 რუსეთმა უჩუმრად გაუშვა 2014 წლის 23 მაისს. როგორც მის მარშრუტზე დაკვირვება მიუთითებს, თანამგზავრმა უჩვეულო მანევრები შეასრულა, რამაც ზოგიერთს აფიქრებინა, რომ ის შეიძლება ყოფილიყო ექსპერიმენტული თანამგზავრსაწინააღმდეგო იარაღი, თანამგზავრების შეკეთების აპარატი ან კოსმოსური ნაგვის შემგროვებელი.

თუმცა, მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, თანამგზავრის მიზანი პლაზმის პროპულსიის ექსპერიმენტული ძრავების/იონური ძრავების ტესტირება იყო.

მკვლევართა აზრით, დაშლის პირველი და მეორე შემთხვევაც გამოიწვია ამ პროპულსიის სისტემის აფეთქებამ. დედამიწის დაბალი ორბიტის რუკებისა და მონიტორინგის სერვისის მიმწოდებლის, კომპანია LeoLabs, Inc.-ის განცხადებით, 2020 წელს ასევე აფეთქდა იდენტური თანამგზავრი Kosmos 2491 და ეს შემთხვევაც პროპულსიის სისტემის აფეთქებით იყო გამოწვეული.

წყარო – პირველი არხი

თეგები: რუსეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved