• რეკლამა
  • კონტაქტი
04:29, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა – მის ბარგში ელ–სიგარეტის ჰაშიშის ზეთის კარტრიჯები აღმოაჩინეს

ალია ავტორი - ალია
20:19 08-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
325

რუსეთის სასამართლომ ამერიკელი კალათბურთელი, ბრიტნი გრაინერი ნარკოტიკების შენახვასა და საზღვარზე გადმოტანაში დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გრაინერი თებერვალში  შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. სპორტსმენის ბარგში ელექტრონული სიგარეტის ჰაშიშის ზეთის კარტრიჯები აღმოაჩინეს. ნივთიერება აკრძალულია რუსეთში, თუმცა ლეგალურია აშშ-ის ზოგიერთ შტატში. კალათბურთელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლით აღიძრა, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გრაინერმა სასამართლოში განმარტა, რომ გამოფრენამდე ბარგი სიჩქარეში ჩაალაგა და კარტრიჯების რუსეთში ჩამოტანა განზრახ არ უცდია.

5 ივლისს გრაინერმა ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მიწერა წერილი და სთხოვა “ყველაფერი გააკეთოს” მისი გათავისუფლებისთვის.

რუსეთის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ მალევე აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ამერიკელი კალათბურთელი უსამართლოდ დააკავეს და რუსეთს მისი სასწრაფოდ გათავისუფლება მოსთხოვა.

დღეს, ამერიკის მოქალაქე ბრიტნი გრაინერს პატიმრობა მიესაჯა. ეს კიდევ ერთხელ ახსენებს მსოფლიოს, რაც მან უკვე იცის: რუსეთმა უკანონოდ დააკავა ბრიტნი. ეს მიუღებელია და მოვუწოდებ რუსეთს, ის სასწრაფოდ გაათავისუფლოს, რათა მან შეძლოს ცოლთან, საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ერთად ყოფნა”. – წერია ბაიდენის განცხადებაში.

CNN-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, რუსეთი ამერიკელი პატიმრების, პოლ უელანისა და ბრიტნი გრაინერის სანაცვლოდ რუსი იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის გარდა, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკლვლელის, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ყოფილი თანამშრომლის, ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებას ითხოვს.

ბრიტნი გრაინერი ქალთა კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოქმედი ვარსკვლავია. არის NBA-ს გამარჯვებული, ორი ოლიმპიური ოქროს მფლობელი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ქალთა All Star-ის რვა გზის მონაწილე. 2013 წლიდან თამაშობს ფინიქს მერკურიში, 2015 წლიდან პარალელურად, NBA-ს სეზონის დასრულების შემდეგ ასევე თამაშობს რუსულ კლუბში УГМК.

 

თეგები: ბრიტნი გრაინერიპატიმრობარუსეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved