რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის საგარეო უწყებაში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის პირდაპირი მოლაპარაკებების საკითხს განიხილავენ – ინფორმაციას რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
“კიევი მუდმივად გამოდის წინადადებებით, ზელენსკისა და პუტინის პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები ამ წუთებში საკითხს განიხილავენ,” – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ზელენსკისა და პუტინის პირისპირი შესაძლო შეხვედრის შესახებ მხარეები, სავარაუდოდ, ანტალიაში მიმდინარე შეხვედრაზე იმსჯელებენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მეთხუთმეტე დღეს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაახლოებით ერთი საათია მიმდინარეობს.
კომენტარები