დღეს, რუსეთის პირველ არხზე, გასართობი გადაცემა – „ვეჩერნი ურგანტ“ არ გავა. „პირველი არხის“ წარმომადგენელმა, ლარისა კრიმოვამ განაცხადა, რომ „ვეჩერნი ურგანტი“ გაუქმდა „მნიშვნელოვანი სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გამო“. მანამდე ივან ურგანტმა, ისევე როგორც მისმა ყოფილმა წამყვანმა და გადაცემის სცენარისტმა, ალექსანდრე გუდკოვმა, სოციალურ ქსელებში უკრაინასთან ომის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეტეს.
ცნობისთვის, ივან ურგანტს ქართველი ცოლი ჰყავს – ნატალია კიკნაძე. ისინი 2007 წელს დაქორწინდნენ.
წყარო: ,,პრაიმტაიმი”
კომენტარები