• რეკლამა
  • კონტაქტი
09:23, პარასკევი, 24 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთის პილოტმა შვეულმფრენი უკრაინას ჩააბარა” – უკრაინული დროშა ყირიმში და აფეთქებები რუსეთში – კობერიძე

ალია ავტორი - ალია
01:33 08-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
447

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

2023 წლის 23-24 აგვისტოს შეჯამება უკრაინაში:

“- მოსკოვის ეკონომიკურ ცენტრში, მასკვა სითიში აფეთქებები რუსულ ეკონომიკას იმაზე მეტად ურტყამს ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. რუსეთის პოზიციონირება, რომ ომი მათ არ ეხებოდათ და სანქციებიც გადაივლიდა სინამდვილეში იმით სრულდება, რომ ეკონომიკურ ცენტრში აფეთქებებია, აეროპორტები არასტაბილურად მუშაობს და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ვერ უმკლავდება თავდასხმებს და მოლოდინებიც არაა კარგი.

– დაიბომბა რუსეთის ბელგოროდის ოლქი. საარტილერიო დარტყმებზე ხშირად დრონები მოქმედებენ, პირველ რიგში კი სამეთაურო პუნქტების წინააღმდეგ, რომელთა ნაწილი სასტუმროებსა და სანატორიუმებშია განთავსებული.

– ჯერ დაიბომბა რუსეთის ბრიანსკი ოლქი, შემდგომ კი საზღვრისპირას შეტაკებები იყო უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის. საკმაოდ ბუნდოვანია შეტაკების შედეგები. რუსები ამბობენ, რომ შეტაკებაში მონაწილეობდა პრო-უკრაინული რუს მოხალისეთა დანაყოფები.

– დაიბომბა ქალაქ დონეცკში განთავსებული რუსული სამხედრო ნაწილის შენობა.

– დაიბომბა ზაპორიჟიას ოლქის საკვანძო ქალაქი ტოკმაკის სამხედრო პოზიციები. სავარაუდოდ მუშაობდა Storm Shadow.

– პილოტმა რუსული მი-8 შვეულმფრენი უკრაინის მხარეს გადააფრინა და ჩააბარა. შვეულმფრენში თან Su27-ის ნაწილები იყო. რუსები ჰყვებოდნენ რომ პილოტს გზა აერია, მაგრამ ირკვევა რომ პილოტმა ეს გადაწყვეტილება განგებ მიიღო. ასეთ პილოტებს კარგად წაახალისებენ უკრაინელები, რომ სხვა რუსებისათვის სამაგალითო გახდეს.

– ისტორიკოსმა ტიმოთი სნაიდერმა ძალიან საინტერესოდ აღნიშნა, რომ პუტინმა გირკინი დააჭერინა – ადამიანი, რომელიც დონბასში 2014 წლის ომის ერთ-ერთი ძირითადი მეთაური იყო, სუროვიკინი წმენდაში მოაყოლა და მოხსნა, რომელმაც უკრაინაში რუსული სამხედროები შემტევ პოზიციაზე ჰყავდა სულ, ხოლო პრიგოჟინი, რომელმაც წელს სოლედარ-ბახმუტის მიმართულებით ერთადერთი წარმატებული ოპერაცია განახორციელა – მოკლა. ეს ყველაფერი სხვა სამხედრო ხელმძღვანელობისათვის დიდად მოტივატორი არ იქნება.

– მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე ნოვა კახოვკას მიმართულებით უკრაინული არტილერია და დრონები ერთდროულად აქტიურობენ. შეტაკებებია მდინარე დნეპრის გასწვრივ, ოლეშკიდან ნოვა კახოვკამდე. რეალური მდგომარეობა არავინ იცის, მაგრამ მდინარის გავლით იმდენად სწრაფად ესხმიან უკრაინელები თავს დაჭაობებულ სივრცეში მყოფ რუს სამხედროებს, რომ რუსები ეფექტურ წინააღმდეგობას ვერ უწევენ და ძირითადად საქალაქო ზონებში ცდილობენ გამაგრებას. მეორეს მხრივ, უკრაინელთა მხრიდან ჭაობის წმენდა და კონტროლი ეფექტურია, რადგან მათი გავლით შედარებით მასშტაბური დესანტის გადასხმა იქნება შესაძლებელი.

– რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებებს აქტიურია სამი ზონა კვლავ:

1. ბახმუტის შემოგარენი – ახლა განსაკუთრებით ჩრდილოეთი;

2. ზაპორიჟიას ოლქში რობოტინე-ნოვოპროკოპივკას შორის ტერიტორია;

3. ზავიტნე ბაჟანია – დონეცკის სამხრეთ ნაწილი.

– ყირიმში, ტარხაუნკუტის კონცხთან უკრაინელთა მხრიდან მცირე სამხედრო ოპერაციის ჩატარება და დროშის გაშლა დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლაა რუსებისათვის. გამოდის რომ არ არსებობს არანაირი ზონა, სადაც, რუსები უსაფრთხოდ და მოუწვდომლად იგრძნობენ თავს და არამხოლოდ ციდან, არამედ ზღვიდანაც.”

 

 

ერდოღანის ღია და მკაცრი განცხადება და რუსეთის ჯარის ახალი რეიდი პასუხად – გიორგი კობერიძე

თეგები: გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება

14:16 10-23-2025
ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა

16:47 10-22-2025
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
ახალი ამბები

კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება

15:51 10-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved