• რეკლამა
  • კონტაქტი
00:27, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთის პასპორტის ტარება სირცხვილია” – რუსი ბიზნესმენი რუსეთის მოქალაქეობაზე უარს აცხადებს

ალია ავტორი - ალია
13:38 11-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
109

Tinkoff Bank-ის დამფუძნებელი რუსი მეწარმე და ინვესტორი, ოლეგ ტინკოვი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე უარს ამბობს.

“არ მინდა კავშირი მქონდეს იმ ქვეყანასთან, რომელმაც მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ უმიზეზოდ დაიწყო ომი, რომელიც ყოველდღიურად უდანაშაულო ადამიანებს კლავს. ამ ქვეყნის პასპორტის ტარება ჩემთვის სირცხვილია. ეს შეშლილი დიქტატორის ომია. პუტინის რუსეთი მეზიზღება, თუმცა მიყვარს ყველა ის რუსი, ვინც ამ გიჟური ომის წინააღმდეგაა”, – განაცხადა ტინკოვმა.

ოლეგ ტინკოვი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ტექნოლოგიური ნეობანკის, Tinkoff-ის დამფუძნებელია, რომელიც მოსკოვში 2006 წელს დაარსდა. 2021 წელს ტინკოვის ქონება 4 მილიარდ დოლარს აღწევდა, თუმცა Forbes-ის შეფასებით, ამჟამად მისი ქონება 650 მილიონ დოლარამდეა შემცირებული.

რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ გავრცელებული კრიტიკული განცხადებების გამო, მას Tinkoff Bank-ის იძულებით გაყიდვა მოუწია.
The New-York Times-თან ინტერვიუში ბიზნესმენმა განაცხადა, რომ მას ბანკის გაყიდვის გადაწყვეტილება საკუთარი ნებით არ მიუღია. ტინკოვის თქმით, რუსეთის მიერ დაწყებული ომის საჯაროდ გაკრიტიკების გამო, მთავრობის წარმომადგენლებმა ის სამაგალითოდ დასაჯეს და მას Tinkoff Bank-ის გაყიდვა აიძულეს, თანაც რეალურ საბაზრო ფასთან შედარებით გაცილებით უფრო იაფად.

“მძევალივით ვიყავი, იძულებული გავხდი იმაზე დავთანხმებულიყავი, რაც მათ შემომთავაზეს – აქტივის რეალური საბაზრო ღირებულების დაახლოებით 3% გადამიხადეს, „კაპიკებში“ მომიწია ჩემი ქონების დათმობა“, – განაცხადა ოლეგ ტინკოვმა.

Tinkoff Bank-ის ახალი მფლობელი Interros Group-ი გახდა, რომელიც სანქცირებულ რუს ოლიგარქ ვლადიმირ პოტანინს ეკუთვნის.

ტინკოვის განმარტებით, სოციალურ ქსელში კრიტიკული განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლები Tinkoff Bank-ის ხელმძღვანელობას დაუკავშირდნენ და დაემუქრნენ, რომ თუ ბანკი არ შეიცვლიდა სახელს და არ გაწყვეტდა მის მფლობელთან კავშირს, ის ნაციონალიზაციას დაექვემდებარებოდა და სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდოდა.

აღსანიშნავია, რომ ტინკოვი წლების განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა და ცდილობდა რუსეთის მთავრობისგან დისტანცირებას, მიუხედავად ამისა, ის მაინც აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში.

ტინკოვი აწ უკვე რიგით მეხუთე ადამიანია Forbes-ის მილიარდერთა მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის, რომელმაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე უარის თქმა გადაწყვიტა, მათ შორისაა, Revolut-ის დამფუძნებელი ნიკოლაი სტორონსკი; Mail.ru ჯგუფის დამფუძნებელი იური მილნერი; Freedom Holding-ის ხელმძღვანელი ტიმურ ტურლოვი და სომეხი ფინანსისტი რუბენ ვარდანიანი.

წყარო – bm.ge

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved