• რეკლამა
  • კონტაქტი
20:29, სამშაბათი, 15 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთის მცდელობა რუმინეთშიც ჩავარდა” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
01:18 05-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
667

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. 95% ხმები დათვლილია და პირველადი ოფიციალური შედეგით, 8%-ით ანუ დაახლოებით 800 ათასი ხმით ლიდერობს პროევროპელი ნიკუშორ დანი. როგორც ჩანს ოფიციალური შედეგები ეგზიტპოლის შედეგებს ემთხვევა, რომელშიც ნიკუშორ დანი 54%-ით ლიდერობდა. რუსეთის მცდელობა რუმინეთშიც ჩავარდა. არადა ანტიუკრაინულად განწყობილი და პრორუსული ძალების მხრიდან მხარდაჭერილი ჯორჯ სიმიონი პირველ ტურში ნიკუშორ დანის თითქმის 20%-ით უსწრებდა.

საინტერესო რამდენიმე დეტალია: ჯორჯ სიმიონის მხარს უჭერდა ვიქტორ ორბანიც, რომლის ამ ქმედებამაც ორაზროვნება გამოიწვია როგორც უნგრეთში ისე რუმინეთში. თუ რატომ, უნდა შევხედოთ კონტექსტს და გავითვალისწინოთ, რომ თანამედროვე რეალობაში არსებული რუმინული და უნგრული ნაციონალიზმი ერთმანეთთან თითქმის შეუთავსებელია: ორბანის მხარდამჭერი ნაციონალისტები რუმინეთის ტრანსილვანიაში მცხოვრები უნგრელების სხვადასხვაგვარი თვითგამორკვევის უფლებას ითხოვენ ხოლმე. ეს კი რუმინელი ნაციონალისტების გაღიზიანების საგანი არაერთხელ გამხდარა. სიმიონი თავს ნაციონალისტად წარადგენს ხოლმე. ამასთან, წარსულში ამავე სიმიონის რიტორიკა უნგრელების წინააღმდეგ არაერთხელ იყო მიმართული. აი ამ ფონზე კი ორბანის მხარდაჭერა არც რუმინელებს გაუხარდათ და არც უნგრეთში შეხვდნენ პოზიტიურად. ორბანს თავისი ნაციონალისტები დაუპირისპირდნენ, ხოლო სიმიონის მხარდამჭერებში დაბნეულობა გააჩინა – რამდენად კარგია მხარი დაგიჭიროს იმ ლიდერმა, რომელიც შენი ქვეყნისადმი მთლად კარგად არაა განწყობილი?!

ამასთან, ამ მიმდინარე პოლიტიკური სკანდალის ფონზე, ტრანსილვანიელმა უნგრელებმა ვის დაუჭირეს მხარი ძალიან საინტერესოა.

სიმიონის მხარდამჭერად რუსეთიც გვევლინება. კრემლისათვის სიმიონის ყველა შეხედულება შეიძლება სულაც არ არის მისაღები, მაგრამ რუმინეთის შიგნით არეულობისათვის და უკრაინისადმი დახმარების შეზღუდვის მოლოდინში, მისი კანდიდატურა ყველაზე სასურველად ჩანდა, გეოგრესკუს შემდეგ, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა.

რუსეთმა რუმინეთის შიგნით ქაოსის დასათესად დიდი საინფორმაციო კამპანია და პროპაგანდა აწარმოა და სერიოზული რესურსებიც გაიღო. ახლა დანის გამარჯვებით მისი ეს სწრაფვაც ჩავარდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

თიბისიმ პარტნიორი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისთვის ყოველწლიური ტრენინგები გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ პარტნიორი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისთვის ყოველწლიური ტრენინგები გამართა

14:01 07-15-2025
გაატარე ზაფხული შენებურად – საზაფხულო შეთავაზებები თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

გაატარე ზაფხული შენებურად – საზაფხულო შეთავაზებები თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის

18:31 07-14-2025
PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
ახალი ამბები

PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა

16:46 07-14-2025
რა სიმპტომები ახასიათებს სწორი ნაწლავის პროლაფსს და რომელია მისი მკურნალობის “ოქროს მეთოდი”?
ახალი ამბები

რა სიმპტომები ახასიათებს სწორი ნაწლავის პროლაფსს და რომელია მისი მკურნალობის “ოქროს მეთოდი”?

16:30 07-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved