“მთავარი არხის” ინფორმაციით, პოლიციის გლდანის სამმართველოს თანამშრომელი კლინიკაშია მოთავსებული. მისი მდომარეობა მძიმეა. ლ. მ.–ი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ცეცხლსასროლი იარაღით კიდურების არეში მიყენებული ჭრილობებით გადაიყვანა.
მედიის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედ თანამშრომელს სოლოლაკში დაესხნენ თავს, ცნობილია სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა – ის რუსეთის მოქალაქე ირაკლი დონდუაა.
მედია, გომელაურის უწყებაზე დაყრდნობით, წერს, რომ დონდუა სამართალდამცველებმა ქვეყნის დატოვების მცდელობისას დააკავეს.
კომენტარები