• რეკლამა
  • კონტაქტი
14:47, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთის მოქალაქეებს აეკრძალოთ უძრავი ქონების ყიდვა! “ – 10 ათასი ხელმოწერაა პეტიციაზე! “ – ანა დოლიძე

ალია ავტორი - ალია
10:58 04-06-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
114

დღეს კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ქართველი ხალხის ნებამ. 10 ათასმა მოქალაქემ ხელი მოაწერა პეტიციას, სადაც პარტია „ხალხისთვის“ ითხოვს რუსეთის მოქალაქეებისთვის ქონების მიყიდვაზე მორატორიუმი გამოცხადდეს, – აცხადებს პარტია „ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძე.

დოლიძის თქმით, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა აღასრულოს ხალხის ნება.

„პარტია „ხალხისთვის“ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის მოქალაქეებს აეკრძალოთ უძრავი ქონების ყიდვა. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს რეაგირება. ეს არის პირდაპირი დემოკრატიის გამოხატვა და მას ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაემორჩილოს. დღეს ჩვენი ქვეყნის მომავალი და დემოგრაფია რეალურ საფრთხეშია. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ვერ მოახერხებს საქართველოს პირდაპირ ოკუპაციას, მას მიეცემა საშუალება დემოგრაფიული და ეკონომიკური ოკუპაციის. ამიტომ, ჩვენ უნდა მივიღოთ უსაფრთხოების ზომები იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავიცვათ მშვიდობა და ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მეორე მხრივ კი, დავიცვათ საქართველოს უსაფრთხოება და მომავალი.

ამიტომ, ჩვენი პარტიის „ხალხისთვის“ ინიციატივაა, რომ სასწრაფოდ მოხდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების გადაცემის და უძრავი ქონების მიყიდვის შეჩერება. დროებით გამოცხადდეს მორატორიუმი, ვიდრე არ გადაივლის ის კრიზისული სიტუაცია, რომელიც ხდება უკრაინაში. ამ კრიზისს კი უკავშირდება საქართველოში რუსეთის და ბელორუსიის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა. ამასთან ერთად, საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს სასწრაფო-საემიგრაციო რეფორმა, რომლის მიხედვითაც გაამკაცრებს ჩვენს საემიგრაციო კანონმდებლობას და მოარგებს მას საქართველოს ინტერესს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved