• რეკლამა
  • კონტაქტი
15:11, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთის მძიმე მდგომარეობის შეჯამება უკრაინაში – ის რაც რუსეთის არმიას ბოლო დღეებია დაემართა, ომის პირველ კვირებს თუ შეედრება” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
22:29 07-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
461
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
რუსეთის მძიმე მდგომარეობის შეჯამება უკრაინაში
ის რაც რუსეთის არმიას უკრაინის სუმის ოლქში ბოლო დღეებია დაემართა ომის პირველ კვირებს თუ შეედრება. სამხედრო კამპანიის თვალსაზრისით ივლისი გამორჩეულად აქტიური თვეა, მაგრამ ინიციატივა რუსების ნაცვლად უკრაინელთა ხელშია გადასული. აპრილის თვეში დაწყებული, მაისის თვეში სწრაფად განვითარებული რუსული იერიშები ივნისის ბოლოს ხორცსაკეპად გადაიქცა. სწორედ ამ ტერმინით შეფასდა რუსეთის მდგომარეობა ბრიტანელების მხრიდან სამხედრო მიმოხილვისას.
რუსებმა სამთვიანი შეტევის შემდეგ სუმის ოლქში მაქსიმუმ 13 კილომეტრით შეიწიეს სიღრმეში. თუმცა დანაკარგები მათ რიგებში დაახლოებით 60%-ნია, ზოგჯერ 92%-საც კი აღწევს, რაც კატასტროფული შედეგია.
რუსულმა არმიამ სოფელ იუნაივკამდე მიაღწია, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამის საპირისპიროდ უკრაინელებმა ანდრიივკა გაათავისუფლეს და ახლა რამდენიმე დასახლების დაბრუნებას ცდილობენ.
გამორჩეულად გაიზარდა დეზერტირობის მაჩვენებელი რუსულ არმიაში. სასიკვდილო ამოცანაზე წასვლის თავის არიდება ცოცხლად დამარხვით, ბაწარზე გამობმევითა და თრევით ან დახვრეტით მთავრდება. ამას კი თავად იღებენ და აშუქებენ ხოლმე, სხვების დასაშინებლად.
დაღუპულთა რიცხვი მზარდია ჩრდილოეთ კორულ დანაყოფებშიც, რომელთა საჯარო დატირებაც კიმ ჩენ ინიმ გუშინ განახორციელა. დანაკარგები მათ რიგებში ყველაზე კონსერვატიული შეფასებით 6000-ია.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსებმა სუმის ოლქზე შეტევა კურსკის ოლქის დაბრუნების შემდეგ წამოიწყეს. მაგრამ ახლა სიტუაცია არც აქ აქვთ სახარბიელო. უკრაინელებმა ისევ გადაკვეთეს რამდენიმე მიმართულებაზე რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და პერიფერიებში თავდასხმები განაახლეს.
უკრაინული არტილერია და დრონები სუმის ოლქში შემოსულ რუსულ მომარაგების ხაზებსა და ცენტრაულ შტაბებს ურტყამს. ბოლო 72 საათი ამ მხრივ გამორჩეულად აქტიურობენ უკრაინელები. მათი მხრიდან საჰაერო იერიშები მიმდინარეობს კურსკის, ვორონეჟისა და როსტოვის ოლქებზე. დაიბომბა ოკუპირებული დონეცკიცა და ლუგანსკიც. დონეცკის ოლქში ქალაქი იასინუვატას სამრეწველო ცენტრი განადგურდა. უკრაინელები იერიშისას როგორც თავისი წარმოების დრონებს უშვებენ, ასევე ბრიტანულ Storm Shadow-ებს. მოწინააღმდეგის ზურგში დარტყმები არამხოლოდ არსებული შეტევების შენელებაზეა გათვლილი, არამედ პოტენციური კონტრშეტევის წინაპირობაც შეიძლება გახდეს.
სუმის ოლქზე განხორციელებული იერიში იყო თუ არა რუსების ზაფხულის ერთადერთი შეტევა ამას რამდენიმე კვირაში ვიხილავთ, მაგრამ კრემლის მხრიდან პოლიტიკური განცხადებები ამ შეტევასთან დაკავშირებით, მაღალი იმედების ქონაზე ნამდვილად მიანიშნებდა. ომის ერთ-ერთი უმთავრესი ფილოსოფოსი სუნ ძი ამბობს – როდესაც ომს პოლიტიკოსები მართავენ ის განწირულია დაღუპვისათვისო.
….
უკრაინელებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის ოლქში, ხარციზკის იარაღის საწყობს დაარტყეს. დასახლება დონეცკის აღმოსავლეთით მდებარეობს და რკინიგზის ერთ-ერთი ცენტრალური კვანძია. რუსული ლოჯისტიკა მეტწილად რკინიგზაზეა აგებული. ლოჯისტიკის გარეშე კი შეტევითი აქტივობის განხორციელება ძალიან რთული ამოცანაა. “ბრძოლას იგებენ სამხედროები, ომს კი ლოჯისტიკა” – ამ ცნობილი დათქმის რეალობა ამ ომში ბევრჯერ გამოჩნდა. შესაბამისად, ასეთი დარტყმა უმნიშვნელო არ არის.
“>

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved