• რეკლამა
  • კონტაქტი
07:29, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთის გარდა ვის უხარია მარტო მყოფი საქართველო?” – მერიის მაღალჩინოსანი

ალია ავტორი - ალია
23:34 03-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
367

თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე:

 

“სულ ვცდილობ თავი შევიკავო პოლიტიკურ თუ სხვა სადავო საკითხებზე საჯაროდ პოზიციის დაფიქსირებისგან. იმიტომ არა, რომ არ განვიხილავ, ან ყველაფერს ვეთანხმები და საპირისპირო აზრი არ მაქვს.. მიზეზი მხოლოდ ერთია, რომ არ მინდა ჩემი პოზიცია იყოს მკითხველებში რაიმე სახის დაპირისპირების ხელშემწყობი, რადგან ვთვლი, რომ საკითხი და ჯგუფი რომელზეც ვმუშაობ საჭიროებს ერთ – ერთ ყველაზე მყარ ერთიანობას..

თუმცა, მიმდინარე პროცესები სცდება იმ საკითხთა სიას, რომელზეც შეიძლება ვდაობდეთ და გვქონდეს განსხვავებული პოზიცია..

ჩვენს ქვეყანაში ყველა კანონი უნდა იქმნებოდეს იმისთვის, რომ მივყავდეთ ჩვენი სამყაროს ცივილიზებული, განათლებული და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყებთან ერთობისკენ. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ეს ვალდებულებაა, რომელიც გააზრებულად ვიკისრეთ და ვთქვით, რომ ჩვენი სწორი ნაბიჯებით გავხდებით მათი განუყოფელი ნაწილი..

დღეს კი ყველა მეგობარი, რომელიც რამდენიმე ათეული წელია ჩვენთან ერთად აშენებს ჩვენს ქვეყანას გვეუბნება, რომ არ მივიღოთ ეს კანონი, რადგან მისი შინაარსი და მიზანი თანხვედრაში არ არის ცივილიზებული და განვითარებული ქვეყნების თანამეგობრობის პრინციპებთან და რომ ასე ვერ გავხდებით მათი ნაწილი..

ეს ის ქვეყნებია სადაც მივდივართ სამკურნალოდ, სასწავლებლად, რომელთა ჯანდაცვის, საბანკო და სადაზღვევო სისტემები მოგვწონს, რომელთა მაღაზიებისა და აფთიაქების პროდუქტების ხარისხს და ფასებს კეთილი შურით ვუყურებთ, რომლის წარმოებული მანქანები, ტექნიკა და ტანსაცმელები საუკეთესოდ მიგვაჩნია, რომლის ტრანსპორტი, გარემო და არქიტექტურული ობიექტები თავიდან ბოლომდე ადამიანზეა მორგებული. ეს ის ქვეყნებია სადაც ადამიანებს მართლა აფასებენ, სადაც პენსიონერი ადამიანები წამლის რიგში კი არ დგანან სესხად აღებული ფულით, არამედ მოგზაურობენ და კაფეებში სხედან (გაიხსენეთ თქვენი მშობლები, ან ბებია – ბაბუები როდის იყვნენ კაფეში ბოლოს?)..

ეს ის ქვეყნებია, რომლებში მოსახვედრად ათას მიზეზს ვიგონებთ, ათობით ათას დოლარს ვიღებთ სესხად და ზღვაში ნავებით მივცურავთ, ან გველებით სავსე უდაბნოებში დავეხეტებით სრულიად უცხო ადამიანებს მინდობილნი, იმ იმედით, რომ შევიპარებით და არალეგალურად მცხოვრებიც კი შევძლებთ ერთხელ დანგრეული ცხოვრების თავიდან აწყობას..

ბოლო თვეებში შანსი გვაქვს, რომ ჩვენც ვიყოთ იმ ქვეყნების კავშირის წევრი და ჩვენს ქუჩაზე და სახლში გვქონდეს ყველა ჩამოთვლილი სიკეთე და ჩვენ ამ დროს რას ვაკეთებთ?

“სირცხვილიას”, ან “დროას” ვინ რამდენი ფული ჩაურიცხა ამის უსარგებლო ცოდნას ვაყოლებთ ყველაფერს? კეზერაშვილის ფულების გადარიცხვების საჯაროობისთვის ვანგრევთ სისხლით ნაშენებ ქვეყანას?

თან, ჩამრიცხველების ვინაობას გავიგებთ, მაგრამ არაფერი შეიცვლება, არავის მუშაობა არ შეიზღუდებაო..

აბა რად გვინდა ეს ინფორმაცია? ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობად, ან ჩვენი მოქალაქეების ნერვიულობად და ახლა მიმდინარე პროცესებად ღირს ეს ყველაფერი?

ცალკე საკითხია საჯაროობის ვალდებულება რატომ არ ეხება შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე და საქველმოქმედო ორგანიზაციებს? ამ ორგანიზაციების გავლით რატომ ვერ შემოვა შავი ფული?

კითხვა რომ ისმის, რატომ არის ეს კანონი რუსული, როცა ამერიკულის თარგმანიაო, პასუხი მარტივია:

ამერიკელები ამბობენ: ჩვენთან სხვა სისტემაა, ეგ კანონი სხვა მიზნებით მივიღეთ 1937 წელს და არ მიიღოთ, თქვენს სისტემასთან ვერ შეთავსდება და ისევ თქვენ დაგაზარალებთო..

ევროპელები ამბობენ: კანონის სულისკვეთება ეწინააღმდეგება ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპების და არ მიიღოთო..

ბრიტანელებმა, ჩვენთან რომ კანონია, იმაში გვიწერია ჩვენთვის რომელი ქვეყნებია საფრთხის შემცველი და მხოლოდ იმათ ორგანიზაციებს ვაკონტროლებთო და თქვენ ცუდად აკეთებთო..

ნატომ და ევროკავშირმა თქვა, რომ ჩვენს ურთიერთობებს დააზიანებსო..

პროტესტი აქვს თითქმის ყველას, მართლა ყველას.. ხოდა, რუსეთის გარდა ვის სჭირდება და უხარია უმეგობროდ, მარტო, შიდა განხეთქილებაში მყოფი საქართველო?

ისიც საგულისხმოა, საზოგადოების რომელი ნაწილი რომელ მხარეს დგას და ვინ ვის უჭერს მხარს..

დარწმუნებული ვარ ეს კანონი ვერ/არ დამტკიცდება, მაგრამ მისი განხილვის პროცესიც სერიოზულად აზიანებს ქვეყანას და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი არ დაივიწყებს..

ამ სტატუსსაც დასქრინავენ და სხვადასხვა მიზნებით გადააზიარებენ, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელად მაწუხებს ყველა ის რთული პროცესი, რაც ქვეყანაში ხდება და ახლა დაყოფის და ერთმანეთისკენ თითის გავშვერის სიტუაცია არაა”

თეგები: გიგა სოფრომაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved