• რეკლამა
  • კონტაქტი
05:00, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთის ეკლესია მართლმადიდებლობასთან კავშირს წყვეტს – “მსოფლიო საეკლესიო სიახლენი”

ალია ავტორი - ალია
10:10 12-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

რუსეთის ეკლესია სქიზმაში გადის და მართლმადიდებლობასთან კავშირს წყვეტს – ინფორმაციას მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ 29 დეკემბერს, მოსკოვში პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით რუსეთის ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო საბჭო შედგა.

როგორც ყოველთვის რუსეთის საეკლესიო კრებამ იგივე ტაქტიკას მიმართა, როგორც ეს საქართველოს და სხვა ეკლესიების შემთხვევაში გააკეთა. შეიჭრა სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ იურიადიქციაში და მისი ანტიკანონიკური და სქიზმატური  ეპარქია დააარსა.  

ამჯერად შური ალექსანდრიის უძველეს და ისტორიულ საპატრიარქოზე იძია, რომელმაც სრული კანონიკის დაცვით აღიარა უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია. აფრიკა, რომელიც ალექსანდრიის საპატრიარქოს საეკლესიო იურიადიქციაში შედის, რუსეთის ეკლესიამ იქ ორი ეპარქია დააარსა და ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განკვეთილი სასულიერო პირები, რომლებიც ერისკაცის დონემდე იყვნენ დაყვანილი მღვდლებად მიიღო. ამ გზით რუსეთის ეკლესია თავად გახდა სქიზმატური, რადგან ერისკაცები სასულიერო პირებებად აღიარა და სქიზმატური დაჯგუფებები კანონიკურად შერაცხა. შესაბამისად სქიზმატიასა და ერეტიკოსის თანამაზიარებელი თავად სქიზმატი და ერეტიკოსია. 

ალექსანდრიის საპატრიარქოს კმერუნის მიტროპოლიტი გრიგოლი აღნიშნავს, რომ რუსეთის ეკლესიამ აფრიკაში არსებულ სქიზმატურ და არამართლმადიდებლურ თვითმარქვიებთან დაამყარა ევქარისტიული კავშირი. 

წმინდა კანონიკური ტრადიციის თანახმად ალექსანდრიის საპატრიარქოს მიერ განკვეთილი სასულიერო პირების კვლავ აღდგენა მხოლოდ თავად ალექსანდრიის საპატრიარქოსა და მსოფლიო საპატრიარქოს შეუძლია მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრების IX და XVII კანონებზე დაყრდნობით, როგორც ეს ამავე კანონებზე დაყრდნობით მოხდა უკრაინის ეკლესიის შემთხვევაში. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რუსეთის ეკლესიამ უარყო მსოფლიო საეკლესიო კრებათა და წმინდა მამათა დადგენილებები, რის შედეგადაც სრულად გამოეყო მართლმადირებლობას და უკვე de facto სქიზმატურ დაჯგუფებად ჩამოყალიბდა. 

თუ გადავხედავთ ეკლესიის ისტორიას ვიხილავთ, რომ თვით რომის ეკლესიასაც კი არ ჩაუდენია მსგავსი დანაშაულებანი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რასაც დღეს რუსეთის სქიზმატური ეკლესია აკეთებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქმედებით რუსეთის ეკლესია საკუთარ თავს სქიზმისკენ, იზოლაციისა მართლმადიდებლობიდან შორს მიუძღვის, – წერს მსოფლიო საეკლესიო სიახლენი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved