• რეკლამა
  • კონტაქტი
02:59, ორშაბათი, 1 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის მოქალაქე აქტივისტები შვეიცარიიდან კაბაევას გაძევებას ითხოვენ!!!

ალია ავტორი - ალია
13:01 03-16-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
228

პუტინის საყვარელი ქალის შვეიცარიიდან გაძევებას ითხოვენ: „გააერთიანეთ ევა ბრაუნი ფიურერთან“ – ამ მოთხოვნით სამი ქვეყნის აქტივისტებმა პეტიცია შექმნეს – ინფორმაციას ადგილობრივი მედია გამოცემა YNIAN-ი ავრცელებს. 

რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის მოქალაქე აქტივისტებმა შვეიცარიიდან კაბაევას გაძევებას მოითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ პუტინის საყვარელი ქალი რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ არ უნდა ცხოვრობდეს.

რუსი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა, რომელიც მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პუტინის საყვარელი ქალია, აქტივისტების თავდასხმის ქვეშ მოექცა – ამიტომ, ისინი წერენ, რომ კაბაევა დიქტატორის შვილებთან ერთად “ზის იქ, სადაც არ უნდა იჯდეს”.

აქტივისტებმა პეტიცია სახელწოდებით შვეიცარია, “რატომ მიეცით თავშესაფარი პუტინის რეჟიმის თანამზრახველებს??!” change.org-ზე დაარეგისტრირეს.

პეტიციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის მოქალაქეები კაბაევას გამოძევების შესახებ თხოვნით მიმართავენ შვეიცარიის ხელისუფლებას. პეტიციაში ყოფილ ტანმოვარჯიშეს “ევა ბრაუნს” (ჰიტლერის საყვარელი ქალი) და პუტინს “ფიურერს” უწოდებენ.

„საზოგადოებამ გაიგო, რომ რუსეთის პოლიტიკური ბოროტი ფიგურა, ყოფილი პროფესიონალი სპორტსმენი, ალინა კაბაევა დიქტატორისა და დამნაშავის, პუტინის პირადი ფავორიტია, რომელმაც ამ დღეებში უკრაინაზე თავდასხმა მოაწყო და საყვარელი ქალი აგრესორი ქვეყნიდან გაიქცა“, – აცხადებენ აქტივისტები.

პეტიციის ავტორებმა აღნიშნეს, რომ შვეიცარიამ, პირველად თანამედროვე ისტორიაში, ნეიტრალიტეტი დაარღვია და პუტინის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს  შეუერთდა. თუმცა, იმავე აგრესორის ფავორიტი ქალი დამალული მათსავე ქვეყანაშია.

“ალინა კაბაევა ამ ომს მხარს უჭერს და მას აგრესიულს არ უწოდებს. ომი საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, მაგრამ რუსეთი იხსენიებს, როგორც „სპეციალური ოპერაცია“.

„გთხოვთ იყოთ პრინციპული პუტინის რეჟიმის ყველა ბენეფიციარის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო, გთხოვთ, გააერთიანოთ ევა ბრაუნი თავის ფიურერთან!“ – შეაჯამეს აქტივისტებმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved