• რეკლამა
  • კონტაქტი
19:10, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთიდან უამრავი მესიჯი მომდის: „გვრცხვენია“, „ჩვენ არაფერს ვწყვეტთ“, „ჩვენი სიტუაციის მძევლები ვართ“, „არ გვინდა ომი“. ასე რატომ ხდება? “-გიგი დედალამაზიშვილის უკრაინელი მეუღლე

ალია ავტორი - ალია
15:56 02-24-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

გიგი დედალამაზიშვილი მეუღლესთან, უკრაინელ მარინა კარპისთან ერთად ამჟამად თბილისში იმყოფება, მაგრამ მარინას მთელი ოჯახი უკრაინაში ცხოვრობს. ის სთხოვს ჟურნალისტებს, არ დაურეკონ კომენტარზე და აქვეყნებს ვრცელ სტატუსს საკუთარი ემოციების გამოსახატად:

„არ არის აუცილებელი, იყო პოლიტიკოსი ან ისტორიკოსი, რომ იცოდე, უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა. რამდენი ომი უნდა მოხდეს კიდევ, რამდენი სიცოცხლე შეეწიროს და რამდენი თაობა უნდა დაზარალდეს, რომ ჭეშმარიტება გავაცნობიეროთ – ომებში მოგებულები არ არიან. დღევანდელი დღის უსამართლობის გამო ყვირილი მინდება. ჩვენი, უბრალო ხალხის, არავის ესმის? დედაჩემი მეუბნება, რომ კი და მეც მინდა მჯეროდეს. ამ დღეებში რუსეთიდან უამრავი მესიჯი მომდის: „გვრცხვენია“, „ჩვენ არაფერს ვწყვეტთ“, „ჩვენი სიტუაციის მძევლები ვართ“, „არ გვინდა ომი“. ასე რატომ ხდება? რიტორიკული კითხვაა.

გულწრფელად მეცოდებიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ქვეყნის აგრესიულ პოლიტიკას ეთანხმებიან, მაგრამ ამაზე არდათანხმება უდრის დაჭერას და ეს არის შეკრული წრე. მინდა, ჩემმა აუდიტორიამ რუსეთიდან იცოდეს, რომ მე უკრაინელი ვარ!. დავიბადე დონეცკში და გავიზარდე ბებიასთან, ყირიმში, გავთხოვდი და ბავშვები გავაჩინე საქართველოში. არც ერთი ჩემთვის ასე მნიშვნელოვანი ადგილიდან ანექსიის გარეშე არ დარჩა და ეს უკვე აღარ არის დამთხვევა. უკრაინა და საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. წერტილი. ამას უნდა შეეგუოს ყველა, ვისთვისაც ეს კომფორტული არ არის ან ვისაც არ აწყობს. დიდება უკრაინას, საქართველოს გაუმარჯოს!.

პ.ს. სპეციალურად გამოვრთე კომენტარები. ჟურნალისტებს მინდა ვთხოვო, არ დამირეკონ – თქვენი დრო არ დაკარგოთ, დედასთან საუბარიც კი არ შემიძლია ცრემლების გარეშე, თქვენ კი კომენტარებს მთხოვთ? აქ საერთოდ რაიმე კომენტარი საჭიროა საერთოდ?“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved