• რეკლამა
  • კონტაქტი
09:43, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთი ვაშინგტონის სანქციებს პასუხობს – რა ბედი ელის რუსეთში მოქმედ ამერიკულ ბიზნესს?

ალია ავტორი - ალია
16:26 04-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, 10-მა ამერიკელმა დიპლომატმა რუსეთი უნდა დატოვოს. ეს არის პასუხი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთზე დაწესებულ სანქციებზე, რომელიც ოფიციალურად ხუთშაბათს გამოცხადდა.

ვაშინგტონმა ფართომასშტაბიანი სანქციები მოსკოვს გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევის მცდელობის, კიბერშეტევების, უკრაინაში აგრესიის გამო და სხვა “საზიანო” ქმედებებისთვის დაუწესა. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

ლავროვმა საპასუხო სანქციებზე განცხადება დღეს გააკეთა, სერბ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. დიპლომატების გაძევებასთან ერთად, მოსკოვი ამერიკის 8 ოფიციალურ პირს სანქციებს დაუწესებს და დაასრულებს რუსეთში იმ ამერიკული ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყნის საშინაო საქმეებში ერევიან. მოსკოვი ასევე განიხილავს შესაძლო “მტკივნეულ” ზომებს რუსეთში მოქმედი ამერიკული ბიზნესების წინააღმდეგ.

შეერთებული შტატების სანქციები შეეხო 32 სუბიექტს, რომელთა შორისაა რუსული კომპანიები და ფიზიკური პირები. ასევე – რუს დიპლომატებს და რუსულ სავაჭრო ბაზარს. ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კიდევ უფრო მეტი სანქცია განიხილებოდა, თუმცა მათ თავი აარიდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვას. პრეზიდენტ ბაიდენის განკარგულებით, ახალი სანქციები ამერიკის მთავრობას უფლებას აძლევს, სანქცია დაადოს რუსეთის ეკონომიკის ნებისმიერ სექტორს და ასევე არ გასცეს სახელმწიფო ვალი.

წყარო – ამერიკის ხმა

თეგები: აშშრუსეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved