უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეის პარლამენტს მიმართა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალი თავდასხმის წამოსაწყებად შეიარაღებული ძალების მობილიზებას ახდენს.
“ქვეყნის ჩრდილოეთიდან სამხრეთით, ყველა იმ რაიონში, სადამდეც რუსული ჭურვები და ბომბები აღწევდნენ, ნანგრევების გაწმენდა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჩვენი ტერიტორიის ნაწილზე აქტიური საომარი მოქმედებები კვლავ გრძელდება. რუსეთი კიდევ ერთ შეტევას ამზადებს, ჩვენი ეროვნული წინააღმდეგობის გატეხვის იმედით. ოკუპანტებმა ათიათასობით კარისკაცი და უზარმაზარი რაოდენობის ტექნიკის კონცენტრირება მოახდინეს, რათა ახალი დარტყმის მიყენებას შეეცადონ”. – თქვა ზელენსკიმ
“მათი გეგმის შემდეგი ნაბიჯები სხვა სახელმწიფოების განადგურება და მეზობელი ერების დაპყრობაა”. თქვა ზელენსკიმ.
კომენტარები