• რეკლამა
  • კონტაქტი
09:07, ოთხშაბათი, 29 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რუსეთი უბრალოდ, დამარცხდება! ეს არ არის უბრალოდ, კეთილი სურვილი, ეს არის კონკრეტულ სისტემაზე დაფუძნებული პროგნოზი“ – რამაზ გიგაური

ალია ავტორი - ალია
01:30 02-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
85

ასტროლოგი რამაზ გიგაური:

„უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებების შესახებ

ბევრი ადამიანი მწერს, რომ უკრაინა-რუსეთის გარშემო პროგნოზი გავაკეთო.

დავწერე დიდი ტექსტი და გარკვეული მოსაზრების გამო წავშალე. შევეცდები უფრო მოკლედ და „რბილად“ გადმოვცე ჩემი სათქმელი (ისედაც მსაყვედურობენ ხოლმე, ჩემი პროგნოზები სხვა ასტროლოგების პროგნოზებისგან განსხვავებით ნეგატიურია).

***

ყოველი წლის ბოლოს ვდებ ხოლმე მომდევნო წლის პროგნოზს და ყაზახეთში სისხლიანი დაპირისპირების დროს გავიზიარე ჩემი 2022 წლის პროგნოზის ის მონაკვეთი, რომელიც წლის დაძაბულ დასაწყისს და საერთოდ, 2022 წლის პირველ კვარტალს ეხებოდა.

გავიმეორებ ამ ნაწყვეტს ჩემი 2022 წლის პროგნოზიდან (მთლიან პროგნოზს კომენტარებში დავდებ):

„შედარებით რთულად განვითარდება პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები და მოსალოდნელია ამის დასტური მსოფლიომ უკვე 2022 წლის დასაწყისშივე იგრძნოს, რომელიც დაუკავშირდება სერიოზულ მსოფლიო პოლიტიკურ კრიზისს, პოლიტიკურ ექსკალაციებს და საომარ განწყობებს. არ არის გამორიცხული წლის პირველივე კვარტალში (იანვრიდან – მარტის ჩათვლით) გარკვეულ ძალებს შორის სამხედრო დაპირისპირება ან მოკლევადიანი, მაგრამ რეზონანსული სამხედრო ოპერაცია.

მსოფლიოს პოლიტიკური ცხოვრება დატვირთული იქნება „ხმაურიანი“ განცხადებებით, ასევე რისკის შემცველი და ავანტიურისტული გადაწყვეტილებებით, რომლებმაც მოსალოდნელია არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს გარკვეული საფრთხე შეუქმნას. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების მხრიდან იშვიათი არ იქნება მოულოდნელი შემოტრიალებები და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებმაც მოსალოდნელია საკმაოდ მტკივნეულ პროცესებს დაუდოს საფუძველი“.

***

– დამატებით რა შეიძლება ითქვას?

= რუსეთი უბრალოდ, დამარცხდება! ეს არ არის უბრალოდ, კეთილი სურვილი, ეს არის კონკრეტულ სისტემაზე დაფუძნებული პროგნოზი. ეს არ იქნება მხოლოდ დამარცხება. ეს იქნება რუსეთის ხელისუფლებაში სისტემური ცვლილებები.

– დროის რა პერიოდში მოხდება ეს?

= 2025 წლის ბოლომდე, მაქსიმუმ 2026 წლის გაზაფხულამდე.

– თუ ომი იქნება, ამდენ ხანს გაგრძელდება?

= არა. უბრალოდ, ეს „დომინოს პრინციპით“ რუსეთში ჰიპერკრიზისულ სიტუაციებს შექმნის. ამის პიკი იქნება 2024-25 წლები.

მშვიდობა უკრაინას, საქართველოს და სრულად მსოფლიოს!“

თეგები: რამაზ გიგაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს

14:27 04-28-2026
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
ახალი ამბები

ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა

13:57 04-28-2026
დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა 
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა 

17:21 04-27-2026
თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

14:05 04-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved