როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ის პირად გვერდზე წერს, რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს.
„სუროვიკინის ნამდვილი გეგმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურთან მიმართებით: 1. დამბისა და ტრანსფორმატორების დანაღმვა. 2. უკრაინელების იძულებითი გაყვანა, არალოიალური მოსახლეობის რუსეთის ფედერაციაში გადასახლება. 3. ტერიტორიის დატბორვა, რათა უკრაინის კონტრიერიში შეაჩერონ და საკუთარი უკან დახევა შეწყვიტონ. რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს”, – წერს პოდოლიაკი.
ცნობისთვის, აქამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსმა დამპყრობლებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური დანაღმეს და ტერაქტს ამზადებენ და მოუწოდა ჰიდროელექსტროსადგურზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია გაიგზავნოს.
კომენტარები