• რეკლამა
  • კონტაქტი
08:22, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთი რუსთაველის გამზირზეა… “ოცნება” რუსეთის ყველა კაპრიზის შემსრულებელია… სააკაშვილის საკითხი გადაწყვეტილია…” – სანდრო ბრეგაძე

ალია ავტორი - ალია
03:12 05-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,243

“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, ჯორჯიან თაიმსის ეთერში საუბრისას, ამბობს:

 

ქართული ოცნების ხელისუფლების ერთადერთი მამოძრავებელი, ხელისუფლების ერთადერთი შემნარჩუნებელი არის ოპოზიცია, განსაკუთრებით ლიბერალური ოპოზიცია.

საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნდა, არ გააჩნია ღირსეული და ნორმალური საგარეო პოლიტიკური კურსი. საქართველოს ხელისუფლება არ არის არც პროამერიკული, არც პრორუსული, ის არის პროსათავისო, ზრუნავს მხოლოდ საკუთარ თავზე. დღეს საქართელოს მთელი ხელისუფლება დაკავებულია იმითი, რომ შენარჩუნებული იქნას მათი ქონებრივი მდგომარეობა.

თუ ისინი დაინახავენ უფრო დიდ საშიშროებას დასავლეთისგან, რა თქმა უნდა, ისინი დასავლეთს გაუგორებენ კოჭს, მაგრამ დღეს ისინი ყველაზე დიდი საფრთხეს, თავიანთი ქონებრივი მდგომარეობისადმი, ხედავენ რუსეთში, ამიტომ არიან რუსეთზე გაწოლილები და რუსეთის ყველა კაპრიზის შემსრულებელი.

ვიღაცა ლიბერალს უპირისპირდება ის კარგი ადამიანი ჰგონიათ, მაგრამ ჩემთვის ის, ფეესბესგან დაფინანსებული მარგინალი, რომელიც რუსის ჯარის დაკანონებას ითხოვს ქვეყანაში და სოროსელი ლიბერალი, რომელიც ეკლესიის დანგრევას ითხოვს, ერთი პოლიტიკური ნაგავია და ის ხელისუფლებაც რომელიც ამ ჯგუფებს ახალისებს და კვებავს, კიდევ უფრო უარესია.

ხელისუფლება ხშირად აპელირებს იმაზე, რომ საქართველოში არ არის საომარი ვითარება და ხელისუფლება  თავის დამსახურებად ითვლის იმას, რომ დღეს არ გვაქვს საომარი ვითარება. ეს არ არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება და რატომ? – რუსეთს დღეს საქართველოში დასაპყრობი არაფერი არა აქვს. რუსეთი არანაირად არ არის დაინტერესებული საქართელოში ხელისუფლების ცვლილებით. ეს არის სიმართლე.

რუსეთს აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული, მას აქვს ხელში, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში გადაცემული მთელი ქართული ენერგოსისტემა, შემდეგში, არც ამ ხელისუფლებამ დააკლო და მთლიანად ქართული ეკონომიკა არის რუსეთის ხელში – მას აქვს ტურისტული მარშრუტები აქ და ამავე დროს, აქ არის ის ხელისუფლება, რომელიც ყველა კაპრიზს უსრულებს რუსებს და სხვათა შორის, არამხოლოდ რუსეთს, დასავლეთსაც, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთს, აქედან გამომდინარე, რატომ უნდა იყოს რუსეთი დაინტერესებული ამ ხელიუსუფლების შეცვლით და რატომ უნდა იყოს დაინტერესებული  საქართველოში სამხედრო ძალით შემოსვლის? როდესაც რუსეთი ისედაც აქ არის, რუსეთი ახალგორში კი არ არის, თბილისიდან 20 კილომეტრში, რუსთაველის გამზირზეცაა რუსეთი. თავისუფლების მოედანზეც…

ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, თუ სულ მალე, მიხეილ სააკაშვილით ქართული ოცნება სერიოზულად ივაჭრებს დასავლეთთან, დასავლეთიდან სერიოზულ გარანტიებს მიიღებს რიგ საკითხებზე და ამის სანაცვლოდ სააკაშვილს გაუშვებს სამკურნალოდ დასავლეთში. ეს არის უკვე გადაწყვეტილი ამბავი, ეს იცის სააკაშვილის გარემოცვამაც და საქართველოს ხელისუფლებამაც.

მარაზმად მიმაჩნია, რომ გვარამია დაპატიმრებულია იმის გამო, რომ ბავშვები სამსახურის მანქანით მიიყვანა სკოლაში. მარაზმად მიმაჩნია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებულია იმის გამო, რომ 5 პიჯაკი მოიპარა და იუშენკოს მექისე მიუყვანა აბანოში… თუ სააკაშვილის 5 პიჯაკის და გვარამიას სამსახურის მანქანით ბავშვების სკოლაში მიყვანის მეტი არაფერი დაუშავებიათ… რა თქმა უნდა, განსაკუთრებით გვარამიას დაჭერა აბსურდულ ხასიათს იძენს.

 

 

თეგები: სანდრო ბრეგაძექართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved