რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია აკეთებს ყველაფერს, რათა ჩინეთმა, ინდოეთმა და სხვა ქვეყნებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარონ.
“იცით, რომ რუსეთის ფედერაცია აკეთებს ყველაფერს, რაც შეიძლება, ყველა დონეზე, მათ შორის ჩინეთთან, ინდოეთთან, სხვა ქვეყნებთან, რომ ისინი წინ წავიდნენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარებისკენ”. – თქვა კარასინმა.
კარასინი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადების მე-15 იუბილის ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩავიდა.
კომენტარები