რუსეთი, ხვალ დილით ფინეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს, – ამის შესახებ ინფორმაციას, ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია ავრცელებს.
Gasum-ის განცხადებაში წერია, რომ რუსეთი ფინეთს, ბუნებრივი აირის იმპორტს შაბათს, 2022 წლის 21 მაისს 07:00 საათიდან შეუწყვეტს.
ფინეთი მოსახლეობისთვის გაზმომარაგების მიწოდებას სხვა წყაროებიდან, Balticconnector-ის მილსადენის მეშვეობით გააგრძელებს.
კომენტარები