უკრაინის სამხედრო დაზვერვე მორიგ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ რუსეთი ომის გაყინვას შეეცდება.
“კრემლის ხელმძღვანელობა, ალბათ, ცოტა ხნით, ომის გაყინვას შეეცდება, რათა დასავლეთი სანქციების მოხსნაში დაარწმუნოს, ხოლო მოგვიანებით, აგრესია გააგრძელოს. რუსეთის ეკონომიკური რესურსები ოკუპანტ ქვეყანას საშუალებას მისცემს, ამ ტემპით, ომი კიდევ ერთი წელი გააგრძელოს.
რუსეთის მიზანი მთელი უკრაინაა და არამხოლოდ უკრაინა”. – წერს უკრაინის სამხედრო დაზვერვა Telegram-ზე.
გერმანიის კანცლერმა, შოლცმა, დღეს განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი ომს შეწყვეტს, სანქციების მოხსნა მყისიერად არ მოხდება.
პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ დაწყებულია ომი დონბასისთვის.
კომენტარები