რუსეთი ირანს აწვდის ინფორმაციას ამერიკული სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების მდებარეობის შესახებ – ამის შესახებ Washington Post სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
„ეს საკმაოდ მასშტაბურ ინიციატივას ჰგავს“, — ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ წყაროს.
WP-ის წყაროების თქმით, ომის პირველივე კვირაში ირანს მნიშვნელოვნად შეუმცირდა შესაძლებლობა დამოუკიდებლად დაედგინა ამერიკული სამიზნეების მდებარეობა.
ამასთან, გაზეთის ორი წყაროს ინფორმაციით, როგორც ჩანს, ჩინეთი ირანს დახმარებას არ უწევს.
რუსეთისა და ჩინეთის საელჩოებმა ვაშინგტონში Washington Post-ს კომენტარზე უარი უთხრეს.
კომენტარზე უარი განაცხადეს CIA-მ და პენტაგონმაც.














კომენტარები