რუსეთის ფედერაცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ოფიციალური ტოკიოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, სადავო კუნძულებზე სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რუსეთის ფედერაცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ოფიციალური ტოკიოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, სადავო კუნძულებზე სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ოთხი კუნძული, რომელსაც რუსეთი კურილის კუნძულს უწოდებს, ხოლო იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს, ორ ქვეყანას შორის უკვე 70 წელზე მეტია დავის საგნად რჩება.
სწორედ ამ საკითხის გამო მოსკოვსა და ტოკიოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის ხელი არ მოუწერიათ.
მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთმა განაცხადა, რომ ტოვებს მოლაპარაკებებს იაპონიასთან. რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში აცხადებენ, რომ სადავო კუნძულებზე 3000-ზე მეტი რუსი სამხედროს ჩართულობით წვრთნებს ჩაატარებს.
იაპონიამ სამშვიდობო მოლაპარაკებიდან გასვლისა და კუნძულებთან დაკავშირებით ეკონომიკური პროექტების შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დაგმო.
Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved
Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved
კომენტარები