• რეკლამა
  • კონტაქტი
22:32, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთი დღესაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას, იტაცებს მშვიდობიან მოქალაქეებს და ახორციელებს ჰიბრიდული ომის ტაქტიკას ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ – თეონა აქუბარდია

ალია ავტორი - ალია
17:05 08-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ლავროვის განცხადებას მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რუსეთი დღესაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას, იტაცებს მშვიდობიან მოქალაქეებს და ახორციელებს ჰიბრიდული ომის ტაქტიკას ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ  – ასე აფასებს სერგეი ლავროვის განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თეონა აქუბარდია. მისი თქმით მეგობრული კავშირი შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემით და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღებით

„ლავროვის განცხადებას მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რადგან   არადამაჯერებელია ის, რომ თითქოს რუსეთი აფასებს მეგობრულ კავშირებს ქართველ ხალხთან. რუსეთი დღესაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას, იტაცებს მშვიდობიან მოქალაქეებს და ახორციელებს ჰიბრიდული ომის ტაქტიკას ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ.  მეგობრული კავშირი შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემით და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღებით.

რაც შეეხება პიდაპირი ფრენების განახლების საკითხს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთმა გადაწყვეტილება ფრენების შეზღუდვის შესახებ  „გავრილოვის ღამის“ მოვლენების შემდეგ მიიღო და ის დიდი ხანია ვაჭრობს ამ თემით საქართველოსთან. რუსეთი იყენებს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ  ბერკეტებს საკუთარი ინტერესებისთვის და სწორედ ამას უკავშირდება პირდაპირი ფრენების შეწყვეტაც. ამიტომ, აუცილებელია ჩვენი ინტერესების უზრუნველყოფა დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, მათ შორის ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება რუსეთზე, რათა შევამციროთ ის ბერკეტები, რომელიც მომავალშიც შესაძლებელია რუსეთმა გამოიყენოს ჩვენს წინააღმდეგ“ – თეონა აქუბარდია

თეგები: თეონა აქუბარდიასტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved