• რეკლამა
  • კონტაქტი
02:40, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთი დღეს ძალიან აგრესიული და ამბიციურია, მაგრამ ამაზე ვერ წავა” – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:31 12-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

ლევან ჯავახიშვილი

“ალიას” ესაუბრება ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი.

– ბატონო გია, გორის რაიონში ბორდერიზაციის, რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართებით ახალი და საკმაოდ ვრცელი ტერიტორიების შემოღობვის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა. მედიაში, პოლიტიკოსები და ზოგიერთი ექსპერტი უკვე ხაზგასმით აკეთებს აქცენტს იმ საკითხზე, რაზედაც ადრე ხშირად იყო საუბარი და ბოლო დროს მიივიწყეს – რუსეთის გეგმა ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის საოკუპაციო ზოლში მოქცევა და ამით ერთდროულად, ჩვენი ხელისუფლებისა და დასავლეთის დაშანტაჟებააო. თუ ეს მოხდა, რა მოჰყვება ამას? როგორი იქნება ამაზე დასავლეთის რეაქცია?

– არა მგონია, რუსეთმა ეს გააკეთოს. ეს თითქმის ომის  დაწყების ტოლფასია დასავლეთთან. რუსეთი დღეს ძალიან აგრესიული და ამბიციურია, მაგრამ ნავთობსადენი რომ მოახვედროს საოკუპაციო ზოლში, ამაზე ვერ წავა. ეს ნავთობსადენი ევროპის რამდენიმე გავლენიანი ქვეყნის კონტროლის ქვეშ არის, ტრანსნაციონალური კომპანიები მონაწილეობენ ამ პროექტში და ამ კომპანიებთან დაპირისპირება, რამდენიმე კონკრეტულ ქვეყანასთან ერთდროულ დაპირისპირებას ნიშნავს. ეს ლეგენდას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას. რუსეთის ამბიციები ძალიან კარგად იყო გამოხატული იმ ულტიმატუმში, რაც მათ ნატო-ს  და შეერთებულ შტატებს წამოუყენეს.  ამ ულტიმატუმში, გარკვეულ კონტექსტში, მუქარაც იგრძნობოდა. რუსეთი მოითხოვს, ნატო-მ ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროს, რომ უკრაინა და საქართველო ნატოñში არასდროს არ შევლენ, ნატომ გაფართოება შეწვიტოს და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების ამ ალიანსში გაწევრიანება აღარც კი განიხილონ. თუ ნატო-მ რუსეთის ეს და კიდევ სხვა მოთხოვნები არ გაითვალისწინა, რას იზამს რუსეთი, ძნელი სათქმელია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის სახით, მეტად არაკონტროლირებად სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე. რუსეთი არის ძალიან აგრესიული, რა თქმა უნდა, ის შეეცდება თანამოაზრეების შეკრებას და საკუთარი პოზიციების გაძლიერებას, შეეცდება, მოახდინოს საკუთარი ძალების, ძლევამოსილების დემონსტრირება. მე ვიტყოდი, ამ ეტაპზე და ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, რუსეთი ძალიან სახიფათოა. “ბაქო-ჯეიჰანის” ნავთობსადენი და მისი კონტროლზე აყვანა, არა მგონია, დღეს რუსეთისთვის საერთოდ აქტუალური იყოს. ფაქტია, რუსეთი ბევრად მასშტაბური საკითხებით არის დაკავებული, იმავე საქართველოსთან მიმართებაში.

– რუსეთი მოითხოვს, რომ 2004 წლის, ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე გაკეთებული ჩანაწერი ამოიღონ, რომლის თანახმადაც, ნატო-მ ივალდებულა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოñს წევრები. გამოდის, მართლა ფასეული და ღირებული ყოფილა ეს ჩანაწერი, რომელსაც “მაპზე უკეთესად” მოიხსენიებენ ჩვენში. არადა, ჩვენში ბევრს მიაჩნდა, რომ ეს ჩანაწერი არაფერს ნიშნავდა.

– კი, ბატონო, ბუქარესტის სამიტის შედეგების დენონსაციას ითხოვს რუსეთი და ამ ჩანაწერის ამოღებას. რაც მთავარია, რუსეთი მოითხოვს, რომ მთლიანად მოხდეს ამ ჩანაწერის გაუქმება და მარტო უკრაინის ან საქართველოს ნატო-ს წევრობის დაბლოკვასა თუ შემდგომი ურთიერთობის გაღრმავებაზე არ არის თანახმა. მოითხოვს, რომ ნატო-მ საბოლოოდ აიღოს ხელი ორივე ქვეყნის, უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე კი არა, ამაზე არც კი იფიქროს. ასე უხეშად, პირდაპირ და მკვახედ, მე დიდი ხანია არ მახსოვს, რომ რუსულ დიპლომატიას ვინმესთან  ელაპარაკოს.

– ნატო-ს წევრი ლიდერების საპასუხო განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნატო არაფრის დათმობას არ აპირებს რუსეთთან და მათ შორის, არც ბუქარესტის სამიტის შედეგების რევიზიას, არათუ, დენონსაციას.

– იმედი ვიქონიოთ, რომ ნატო არ არის ამ დათმობაზე წამსვლელი. ჩვენც ეს გვინდა.

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved