• რეკლამა
  • კონტაქტი
02:32, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთი ამიერიდან საგარეო ვალის გარეშე დარჩება” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
02:14 06-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
593
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
27 ივნისის შეჯამება უკრაინაში:
– უკრაინელებმა ლუგანსკის რაიონში, ქალაქ ლუგანსკთან ახლოს, როდაკოვეში რუსული სამხედრო საწყობები დაბომბეს. რუსული სამხედრო ტვირთი და ჭურვები განადგურებულია. დიდია მსხვერპლი სამხედროთა რიგებშიც.
– უკრაინელებმა კუნძულ ზმეინზე რუსული სამხედრო პოზიციები მაღალი სიზუსტით გაანადგურეს. რუსეთისათვის ზმეინი სასაკლაოდაა გადაქცეული, რომელზეც ძალიან ძვირიან სამხედრო ტექნიკის – მათ შორის რადარებისა და ჰაერსაწინააღმდეგო სამხედრო სისტემების – განთავსება რამდენჯერმე მოუწია და ყველა ჯერზე უკრაინელებმა მათი მიზანში ამოღება სამხედრო ეკიპაჟიანად შეძლეს.
– სიტუაცია მძიმეა ქალაქ სილიჩანსკში, რომელსაც რუსები ქაოსურად ბომბავენ. 110 ათასიანი ქალაქის აბსოლუტური უმრავლესობის ევაკუაცია განხორციელდა. ქალაქში დარჩენილია 15 ათასამდე მოსახლე, რომლებიც ლისიჩანსკის დატოვებას არ ჩქარობენ. მათი ნაწილი ევაკუაციაზე უარსაც კი აცხადებს, რადგან სჯერა რომ რუსეთი მათ არაფერს დაუშავებს. თუმცა სიტუაცია იცვლება მას შემდეგ რაც რუსები ყველას განურჩევლად ბომბავენ – პრო-რუსული ძალების სახლებიც ისეთივე სამიზნეებად იქცევიან, როგორც სხვა დანარჩენი მოსახლეობისა. მეორეს მხრივ, დიდ როლს თამაშობს იმ ადამიანების მონაყოლიც, რომლებმაც სევეროდონეცკის ან ლუგანსკის რაიონის სხვა ქალაქების განადგურება იხილეს რუსების ხელიდან. ნელ-ნელა ყველა ხედავს რომ თანამედროვე რუსეთი, როგორც დესტრუქციული ძალა, ისე მოქმედებს უკრაინაში, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შიმშილი, ავადმყოფობა და სიკვდილი ვრცელდება დიდი სისწრაფით.
– სამხედრო თვალსაზრისით ლისიჩანსკის მდგომარეობა არასაიმედოა. რუსები ქალაქს უწყვეტად ბომბავენ. ქალაქის წინააღმდეგ მუშაობს როგორც ავიაცია ისე არტილერია. სამხრეთიდან რუსული და სეპარატისტული ნაწილები ინტენსიურად უტევენ ქალაქის ირგვლივ არსებულ სამხედრო პოზიციებს. რა თქმა უნდა, უკრაინელებს კვლავ აქვთ საშუალება დაიცვან ქალაქი და იმაზე მძიმე ბრძოლა გაუმართონ რუსებს, ვიდრე სევეროდონეცკში იყო, მაგრამ თუკი ქალაქის ირგვლივ ალყის საფრთხე შეიქმნა მისი ევაკუაციის განხორციელებისა და ფრონტის ხაზის გასწორების აუცილებლობა შეიძლება დადგეს. თუმცა, როგორც იკვეთება, უკრაინელებს რუსებისათვის მაქსიმალური ზიანის მიყენება აქვთ გადაწყვეტილი, რაც ლისიჩანსკისათვის ხანგრძლივ ბრძოლასაც გულისხმობს.
– რუსებმა პოლტავას რაიონში, ქალაქ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს მაშინ, როდესაც იქ ყველაზე დიდი ხალხმრავლობა იყო და შენობის შიგნით 1000 ადამიანამდე იმყოფებოდა. ტერორისტული სახელმწიფოა თანამედროვე რუსეთი.
– დიდი საარტილერიო დუელი მიმდინარეობს ხარკივის / ხარკოვის რაიონში. უკრაინელები რუსულ სამხედრო პოზიციებს ზედმიწევნით ზუსტად ანადგურებენ აი რუსების სამიზნე კი ისევ მშვიდობიანი ქალაქია. მიწაზე სამხედრო კონტროლის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა.
– დღეს რუსებმა უკრაინაში სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს, მათ შორისაა რამდენიმე T80 ტანკი, 10-მდე ჯავშანტრანსპორტიორი და ერთი Ka-52 შვეულმფრენი.
– მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნებისმიერი აგრესია დნესტრისპირეთის მხრიდან უკრაინელთა სერიოზულ პასუხს გამოიწვევს. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები ამ ომმა დნესტრისპირეთის დასასრულის დასაწყისი უკვე გამოიწვია.
– აშშ აპირებს უკრაინელებს მიაწოდოს ნორვეგიული მიწა-ჰაერის ჰაერსაწინააღმდეგო NASAMS სისტემა, რაც უკრაინელებს ცის კონტროლის უფრო მაღალი ხარისხის შესაძლებლობას მისცემს.
– რუსეთმა დეფოლტი განიცადა. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთი საგარეო ვალს ვეღარ აბრუნებს და შესაბამისად ვეღარც იღებს. რუსეთი, რომელშიც ბიუჯეტის დეფიციტის პირობებში საგარეო ვალი მნიშვნელოვანი შემავსებელი იყო ამიერიდან მის გარეშე დარჩება. გარდა ამისა ეს კატასტროფული რეპუტაციული ზიანის მანიშნებელია და ნებისმიერი ბიზნესაქტივობისათვის უზარმაზარ დარტყმას გულისხმობს.
– დიდი შვიდეულის შეხვედრა შედგა, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტიც ჩაერთო. იქ გარკვევით ითქვა, რომ უკრაინას ცივილიზებული მსოფლიო მანამ დაუდგება გვერდით, სანამ ამის საჭიროება ექნება მას და რომ რუსეთი აუცილებლად აგებს პასუხს.
თეგები: გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved