რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქში, რკინიგზის სადგური დაბომბეს. მედია ინფორმაციას ქალაქის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სტარუხიზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ოკუპანტების სამიზნე სამოქალაქო ობიექტი დღეს პირველად გახდა. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაღუპულა.
დაბომბვის შედეგად დაზიანდა სადგურის ინფრასტრუქტურა. კერძოდ, ლიანდაგები და შენობაზე ჩამსხვრეულია ფანჯრები.
კომენტარები