• რეკლამა
  • კონტაქტი
23:30, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსებმა სატანკო ბრძოლა არ იციან, მაგრამ კომიკურობა ისაა, რომ რუსი უტანკოდ ვერ იბრძვის” – თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
15:17 08-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
385

საქარველოს თავდაცვის ძალების  თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:

უკრაინამ მოახერხა და ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანა. 15 ათასი სამხედრო მოსამსახურე ჯამში ( 5 საბრძოლო ბრიგადა და მხარდამჭერი ქვედანაყოფები) საკმარისია, რომ ნებისმიერ დროს შეტევიდან თავდაცვაში გადავიდეს და ფრონტის სტაბილური, ძნელად გადასალახი თავდაცვითი ზღუდე გააკეთოს. რაც უკრაინის რუსეთის ტერიტორიაზე ხანგრძლივი დროით ყოფნას უზრუნველყოფს. თუმცა, ოპერაცია იმდენად წარმატებულია, ხოლო რუსეთი იმდენად უსუსური, რომ უკრაინას ოპერატიული პაუზა არ ჭირდება და არც უნდა გააკეთოს. უკრაინის მთავარი ამოცანაა ლოგისტიკური ხაზების დალაგება და მოქმედ ქვედანაყოფების უკან ოპერატული რეზერვი შექმნა, კიდე 3-4 ბრიგადის შემადგენლობით. ამ შემთხვევაში კურსკის ოლქი არ იქნება ფრონტი უკიდურესი რაიონი რუსეთში. სტრატეგიული ჩანაფიქრი ბრძოლების კიდე უფრო სიღრმეში გადატანა უნდა გახდეს.
თუ ვინმე ნერვიულობს, რომ უკრაინელებს ძალა არ ეყოფა ( ქვედანაყოფების რაოდენობა), გამხნევდეს, რუსებს კიდე უფრო მეტად უჭირს დამატებითი ძალების გამონახვა.

რუსეთს, მოსალოდნელად მოულოდნელად, არ აღმოაჩნდა, კურსკში ეფექტური სამხედრო ქმედებისთვის საჭირო რაოდენობის სატანკო ქვედანაყოფები. მიუხედავად იმისა, რომ ვერმახტი 4 წელი უტარებდა სატანკო ბრძოლების მასტერკლას, რუსებმა დღემდე ვერ ისწავლეს ტანკების სწორად და ეფექტიანად გამოყენება ( ბოლო მაგალითი გროზნო იყო, როდესაც ჩეჩნებმა ორი სატანკო დივიზია გაუნადგურეს. მართალია, მერე რუსებმა ზღაპრები მოიფიქრეს, ტანკები ქალაქის ბრძოლებისთვის არ არისო გათვალისწინებულია ( არადა ქალაქში ტანკი აუცილებელია), მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება). რუსებმა სატანკო ბრძოლა არ იციან, მაგრამ სიტუაციის კომიკურობა ის არის, რომ რუსი უტანკოდ ვერ იბრძვის. ტანკები და სატანკო ქვედანაყოფები კი მხოლოდ დონბასშია. პუტინი ფეხს ითრევს. დონბასის პერსპექტივა არ ეთმობა. ისეთი სუნი ასდის, რომ მოუწევს გადმოსროლა. თუმცა შეიძლება ისე მოხდეს, რომ დონბასში მოხსნას და კურსკში ვერ ჩამოუსწროს. ირანი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა ვეღარაფრით დაეხმარება რუსეთს. ტანკების დეფიციტის დაძლევის გზებს მე ვერ ვხედავ, ვნახოთ რას მოიფიქრებს რუსეთი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved