• რეკლამა
  • კონტაქტი
18:03, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსებმა “ლანცეტების” გამოყენება გაზარდეს, რაც ჩიპებისა დეფიციტის ფონზე მოულოდნელი იყო” – კობერიძე

ალია ავტორი - ალია
03:38 11-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
515

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

16 ნოემბრის შეჯამება უკრაინაში:

– იტალიის პრემიერმა ჯორჯა მელონიმ ყველაზე ადეკვატურად შეაფასა პოლონეთ-უკრაინის საზღვართან მომხდარი სარაკეტო ინციდენტი და აღნიშნა, რომ უკანონო ომში მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ ნასროლი რუსული რაკეტის გასროლას მოჰყვა ორი პოლონელი ფერმერის მკვლელობა. თუნდაც ეს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შემდეგ მომხდარიყო პასუხისმგებლობა მაინც რუსეთს ეკისრება ვინც რაკეტა გაისროლაო. თუმცა მელონის გაცხადების მიღმა საინტერესოა აშშ-ს სამხედრო ექსპერტებისა და გენერალი ჯერ კინის შეფასება – მან აღნიშნა, რომ რუსული რაკეტები იმდენად ხშირად ცდება მიზანს რომ ესეც ერთ-ერთი შემთხვევა ყოფილიყო არ არის გამორიცხულიო.

როგორც არ უნდა იყოს, რუსეთისათვის დასავლეთის რეაქცია და შემდგომ საქმით დამდგარი შედეგი მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება მოქმედების თავისუფლებასთან დაკავშირებით. სავარაუდოა, რომ დასავლეთის მხრიდან განცხადებების დონეზე გამწვავება აღარ მოხდება მაგრამ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების თვალსაზრისით მდგომარეობა გაუმჯობესდება.

ამ ფონზე შვედეთის ახალი (მემარჯვენე) მთავრობის მხრიდან 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი მიეწოდება უკრაინას.

– დღეის მდგომარეობით საბრძოლო მოქმედებების ძირითადი ცენტრი აღმოსავლეთი უკრაინაა. რუსები აქტიურობენ დონეცკის რაიონში – პავლივკას დიდი ნაწილი დაიკავეს და დანარჩენის აღებასაც ცდილობენ რის შემთხვევაშიც შეტევის მიმართულება უჰლედარი იქნება.

რუსებმა უჰლედარიდან დასავლეთით მდებარე დასახლებებზეც სცადეს იერიშები, მათ შორის ველიკა ნოვოსილკაზე, რომელსაც წარსულშიც არაერთხელ შეუტიეს, მაგრამ ამჯერადაც ვერ მიაღწიეს წარმატებას.

ბახმუტი და ავდიივკა კვლავ გადაულახავ ამოცანადაა ქცეული რუსული არმიისათვის. ყოველდღიური მსხვერპლი იზრდება მაგრამ წარმატების მიღწევას ვერ ახერხებენ. ბახმუტიცა და ავდიივკაც მტკიცედ დგას უკრაინელთა ხელში.

– რუსული თვითგანადგურებადი დრონები “ლანცეტები” ბოლო დღეები შედარებით აქტიურობენ უკრაინული ტექნიკის წინააღმდეგ. თუკი ირანული დრონებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ნადგურდება “ლანცეტებს” ძირითადად სამხედრო ძალების წინააღმდეგ იყენებს რუსეთი. მიუხედავად რუსული პროპაგანდისა უკრაინელთა რიგებში “ლანცეტით” მიყენებული ზარალი ჯერჯერობით მაინც არაა დიდი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ რუსებმა მისი გამოყენება გაზარდეს, რაც ჩიპებისა და ტექნოლოგიების დეფიციტის ფონზე მოულოდნელი იყო. თუმცა ამ ეტაპზე “ლანცეტებს” ომში რაიმე გარდატეხის შეტანა არ შეუძლიათ.

– უკრაინელები უკვე კრემინა-სვატოვეს გზის გასწვრივ არიან განლაგებულები და ბრძოლა გზის მომიჯნავედ მიმდინარეობს. გზა არამხოლოდ არტილერიის მიერაა ცეცხლის ქვეშ მოქცეული, არამედ უკრაინელი ქვეითებიც მის გასწვრივ იმყოფებიან. სავარაუდოა, რომ მხოლოდ დღეების ამბავია ამ გზის გადაკეტვა და შემდგომ უკრაინული მცდელობა მოაქციონ კრემინა რკალისებრ ალყაში ხოლო სვატოვეზე ორი მიმართულებიდან დაიწყონ შეტევა. რუსებმა ეს კარგად იციან და ერთის მხრივ ამაგრებენ ორივე ქალაქს ხოლო მეორეს მხრივ კოლაბორაციონისტების ევაკუაციას გეგმავენ.

თეგები: გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved