3 დაღუპული და 17 დაშავებული, მათ შორის ორი ბავშვი – რუსებმა ხარკოვს „კამიკაძე“ დრონებით, მართვადი ბომბებით და რაკეტებით შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„წინასწარი მონაცემებით, ხარკოვის ტერორისტული დაბომბვის შედეგად, დაზიანდა 18 საცხოვრებელი კორპუსი და 13 კერძო სახლი“, – განაცხადა ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა.
მისი თქმით, დაზარალდა კიევისა და ოსნოვიანსკის რაიონებიც. კიევის რაიონში რუსებმა სამოქალაქო საწარმოს დაარტყეს.
„სამოქალაქო საწარმოზე თავდასხმის შედეგად 10 000 კვადრატული მეტრის ფართობზე ხანძარი გაჩნდა. დაფიქსირდა ოთხი სახელოსნოს შენობის დაზიანება. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იმყოფებოდნენ“, – აღნიშნა სინეგუბოვმა.
კომენტარები