• რეკლამა
  • კონტაქტი
12:32, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსები ცდილობენ დანაყოფების მოშველიებას აფრიკიდანაც კი, სადაც 10 წელია სამხედრო ქსელს ქმნიდნენ” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
21:58 08-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
628
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
უკრაინული შეტევა კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზე [შეჯამება | 15.08.2024]:
პირველ რიგში დავიწყოთ რუკის ანალიზით:
კურსკის ოლქში, სუჯას ჩრდილო-დასავლეთით უკრაინული შეტევა მდინარე სეიმის მიმართულებით ვითარდება. აქტიურად იბომბება მდინარეზე გადასასვლელი სამივე ხიდი. განსაკუთრებულად აქტიური დარტყმები ხდება გლუშკოვოს ხიდზე, რომელსაც HIMARS-ით ბომბავენ. თუკი ხიდები ჩაირღვა და უკრაინელებმა მდინარეს მიაღწიეს, რუსები ოპერატიულ ალყაში მოხვდებიან და დანებება ან მანამ ევაკუაცია მოუწევთ, სანამ გასავლელი ჩაიკეტება. უკრაინული პოზიციებიდან მდინარემდე დარჩენილია 6 კილომეტრი. აღსანიშნავია ისიც, რომ მდინარიდან საზღვრამდე ტერიტორიის ეფექტურ კონტროლს რუსები ვერ ახერხებენ და უფრო ისეთი პოზიციებისათვის მართავენ აქტიურ ბრძოლას როგორიც ტეტკინო და სნაგოსტია.
– სუჯას ჩრდილო-დასავლეთით უკრაინელებმა სასაზღვრო დასახლება გორდევკა დაიკავეს და კიდევ უფრო გააფართოვეს პლაცდარმი. ხოლო სუჯას აღმოსავლეთით უკრაინელებმა დასახლება ჩერკასკოე პოროჩნიე აიღეს. უკრაინული დღევანდელი წინსვლა კურსკის ოლქში დაახლოებით 2 კილომეტრი იყო.
– რუსეთის ბელგოროდის ოლქის ჩრდილოეთ სასაზღვრო რაიონებში რუსების მდგომარეობა დამძიმდა. უკრაინელებმა გაარღვიეს რუსული წინააღმდეგობა არამხოლოდ კოლიტილოვკასთან, არამედ ვიაზოვოეშიც შევიდნენ. რუსი სამხედრო პროპაგანდისტები შიშობენ რომ კურსკის ოლქზე კრემლის ფოკუსმა შეიძლება ბელგოროდში მათი მდგომარეობა ბევრად გაართულოს. ეს კი უბრალო ამბავი არ არის, რადგან სწორედ ბელგოროდის ოლქია რუსული ლოჯისტიკის ერთ-ერთი მთავარი კვანძი. განსაკუთრებით კი ხარკივის ოლქისაკენ გადასროლილი რუსული ნაწილებისათვის.
– როგორც კურსკის, ისე ბელგოროდის ოლქებიდან დიდია რუსი ტყვეების რაოდენობა. მათი საერთო რიცხვი უცნობია, მაგრამ საუბარია ასეულობით (1000+) ტყვეზე. მათი უმრავლესობა წვევამდელია. რუსეთისათვის კი ეს დიდი დარტყმაა. 2022 წლიდან ასობით უკრაინელი სამხედრო და მშობელმოკლული ბავშვი იმყოფება რუსეთი ტყვეობაში (ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვები გადაასახლეს და უკანონოდ გააშვილეს). ამ რაოდენობის რუსი ტყვეების ხელში ჩაგდების ფონზე მათი მასობრივი გაცვლა უკრაინისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
– არის სამხედრო ტექნიკის ალაფიც. უკრაინელებს ხელში ჩაუვარდათ როგორც T80 ისე T90 ტანკები. მათ ხელში აღმოჩნდა რამდენიმე ქვეითთა საბრძოლო მანქანა და რადიო-კომუნიკაციის აპარატები.
– რუსები ცდილობენ დანაყოფების მოშველიებას არამხოლოდ კალინინგრადიდან და დონეცკიდან არამედ აფრიკიდანაც კი, სადაც დაახლოებით 10 წელია რუსები საკუთარ სამხედრო ქსელს ქმნიდნენ და სხვადასხვა სამხედრო ორგანიზაციის სახელით ასობით ჯარისკაცს გზავნიდნენ. მათ შორის მოწინავე იყო “ვაგნერის” დანაყოფი. ახლა რუსებს ძალიან სჭირდებათ პროფესიონალი ცოცხალი ძალა. ამიტომაც ხდება ყველა მხრიდან რუსების მაქსიმალური გადაყვანა.
– კრემლს ეშინია, რომ თუკი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ის თავის შემტევი ნაწილების მასობრივ ევაკუაციას დაიწყებს უკრაინელები იქ სწრაფ კონტრშეტევაზე გადავლენ და დაიბრუნებენ დაკარგულ მიწებს. სწორედ ამიტომ, რუსები ცდილობენ, რომ დონეცკის ოლქში შეტევის ტემპი კვლავ დაუბრუნდეს მაღალ ნიშნულს. ამისათვის იგივე ბოლო 48 საათია, რუსული დანაყოფები ცოცხალი ძალის ტალღოვან შეტევებზეც კი არიან გადასული დონეცკის მიმართულებაზე. მათი მიზანი ტორეცკესა, ნიუ-იორკის აღება და პოკროვსკამდე მიღწევაა.
– რუსეთში, ირკუტსკში რუსული სტრატეგიული ბომდამშენი ტუ-22 ჩამოვარდა. ასეთი დანაკარგები განსაკუთრებით მძიმეა. სტრატეგიული ბომბდამშენები ათასობით კილომეტრიდან უშვებენ ფრთოსან რაკეტებს და ისე ცდილობენ სამიზნეების განადგურებას.
შეიძლება იყოს მითითებულის გრაფიკა: რუკა და ტექსტი

“კალინინგრადის დემილიტარიზაცია” – რუსები კიდევ ერთს შიშობენ” – გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი
ახალი ამბები

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი

14:06 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved