მარიუპოლის დასახლებული ტერიტორიების დაბომბვისას რუსული ჯარები იყენებენ იმავე ტაქტიკას, რასაც ადრე ჩეჩნეთსა და სირიაში იყენებდნენ, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„მარიუპოლის დასახლებული ტერიტორიების დაბომბვა მსგავსია რუსეთის მიდგომისა ჩეჩნეთთან 1999 წელს და სირიასთან 2016 წელს. მიუხედავად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 24 თებერვლის განცხადებისა, რომ რუსეთი არც ქალაქებს დაარტყამს და უკრაინის მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნის, რუსები ამას მაინც აკეთებენ.
რუსეთის მიერ მარიუპოლის აღების მცდელობის გამო, ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა დაიღუპა და განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები